"მეოთხე ხელისუფლებაზე" მეტად, როგორაც გვიწოდებენ ხოლმე, სიტყვა "მედია" მომწონს. იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ნებისმიერი ამბავი გზას საზოგადოებამდე ჩვენზე, ჟურნალისტებზე გადის. სწორედ ჟურნალისტზე, მის პროფესიულ შესაძლებლობებზე, ცოდნაზე, გამოცდილებაზე, ობიექტურობაზეა დამოკიდებული ის, თუ რამდენად უმტკივნეულო იქნება ეს ტრანსფორმირება ამბიდან - ინფორმაციამდე.
ჩვენ ქვეყანაში ჯერ ისევ მიაჩნიათ, რომ ჟურნალისტის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ახალგაზრდა ასაკია. არ მავიწყდება ამ ორი წლის წინათ ერთ-ერთი არხის მორბენალ სტრიქონში წაკითხული - "სამუშაოდ ვიწვევთ 25 წლამდე გამოცდილ ჟურნალისტებს." მსგავსი ნონსენსი ჩვენ სინამდვილეში, სამწუხაროდ, ბევრია. დღემდე აქტუალურია, მაგალითად, საკითხი: ნიშნავს თუ არა განსაზღვრება "სახელმწიფო" "სახელისუფლოს" (?!).
ხელისუფლება შეიძლება ცდებოდეს - მისი წარმომადგენლები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ჩვეულებრივი ადამიანებისთვის დამახასიათებელი ყველა მინუსითა და პლუსით. მეტიც, საქმიანობიდან გამომდინარე, ცხოვრება მათ განსაკუთრებული რეჟიმით უწევთ, რაც ყველასთვის ერთნაირად შესაგუებელი არ არის, შეცდომების ალბათობას კი ზრდის. ჟურნალისტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ამ შეცდომების პრევენციაა.
პატიოსნება და საქმისადმი სახელმწიფოებრივი (და არა სახელისუფლო) მიდგომა - ეს გახლავთ ორი ძირითადი პრინციპი, რომელიც, ჩემი აზრით, ჟურნალისტს უნდა ახასიათებდეს. თუკი ამას შრომისმოყვარეობაც ახლავს, ახალგაზრდა ჟურნალისტიც მალე შეძლებს საკუთარი პროფესია მთელი სისრულით გაისიგრძეგანოს (იმ სტაჟიანი ჟურნალისტებისგან განსხვავებით, ვისაც გამოცდილება წლებმაც ვერ შესძინა).
საქმისადმი სახელმიწიფოებრივი მიდგომა - ამ პრიზმაში განვიხილავ მე საკუთარ პროფესიას. არ მინდა, ხმამაღალ ნათქვამად ჩამეთვალოს (ბოლოს და ბოლოს, ჟურნალისტებიც ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და არც შეცდომებისგან გვაზღვევს ვინმე), მაგრამ მასალები, რომლებსაც ვამზადებ, სწორედ ასე ირჩევა.
ჩვენ, ყველანი - ხელისუფლება, ჟურნალისტები, საზოგადოება - ერთი მიზნისკენ უნდა მივდიოდეთ - ჩვენი უკეთესი სახელმწიფოსკენ. ჟურნალისტებს, ამ საერთო საქმეში კონკრეტული როლი გვაქვს. იმ მიზეზით, რომ საქმისთვის, ხშირად, პრობლემებზე საუბარი უფრო უპრიანია, ჩვენი სიტყვა, შეიძლება, მწარე ჩანდეს, უსწრებდეს მოვლენებს.
და ასეც უნდა იყოს, რადგან პირველად იყო სიტყვა.
четверг, 5 ноября 2009 г.
среда, 4 ноября 2009 г.
რწმენა
ის, რაც რელიგიასთან დაკავშირებით გამართულ პოლემიკებში ყველაზე მეტად არ მსიამოვნებს, რწმენის წარსულის გადმონაშთად გამოცხადება, მორწმუნეთა რეტროგრადებად წარმოდგენაა.
რელიგია, მართლმადიდებლობა იქნება ეს, კათოლიციზმი, იუდაიზმი, ისლამი, ბუდიზმი, თუ სხვა ძირითადი (ეს მნიშვნელოვანი დაზუსტებაა) რელიგია, არ არის საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაცია, რომელიც შეიძლება რამდენიმე საუკუნეში დასრულდეს, წარსულმა წაიღოს.
მართლმადიდებლობა (ამ შემთვევაში) გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ პირჯვრის გადაწერა, ან აღსარებისთვის რიგში დგომა. ეს ჩემი რწმენაა, განვიხილო სამყარო ჭეშმარიტებაში. ეს ჩემი არჩევანია არ მყავდეს კერპები, თაყვანი არ ვცე და არ ვემსახურო მათ; პატივი ვცე მშობლებს; არ მოვკლა; არ ვიმრუშო; არ მოვიპარო; ცილი არ დავწამო; გული არ მეთქმოდეს სხვისი ქონებისთვის და მერე, როცა გულით გონიერით (უცნაურია, მაგრამ ზოგიერთები მართლმადიდებლობას აზროვნებასთან, რატომღაც, არ აკავშირებენ, სულ პირიქით :)) მივხვდები, რომ სამყარო იმაზე გაცილებით დიდია და იმაზე გაცილებით პატარა, ვიდრე წარმოგვიდგენია, რომ ჩვენი არსებობა, ცხოვრება, პატარ-პატარა სასწაულები, რომლებიც გვეძლევა, როცა ვიმსახურებთ და გვაკლია, როცა ცოდვაში ვართ, გული, რომელიც სულ ფეთქავს, სისხლი, რომელიც ჩვენში მოძრაობს, სიყვარული, რომელიც სურნელებად იღვრება, ერთი დიდი სასწაულია, ვთქვა: შენ ხარ უფალი ღმერთი ჩემი, და არა იყვნენ ჩემდა ღმერთნი უცხონი, შენსა გარეშე.
რელიგია ყველაზე ინტიმური რამაა. რწმენაში მოცემული სიყვარული ის მოცემულობაა, რომელსაც მეცნიერული დეფინიციებით, ქიმიური ფორმულებით ვერ ახსნი. ამიტომ არ უნდა ვაიძულებდეთ ერთმანეთს გვიყვარდეს მაინც და მაინც "ჩვენი" ღმერთი ან არ გვიყვარდეს საერთოდ. ამიტომ არ უნდა ვაძლევდეთ თავს უფლებას, შეურაცხვყოთ ერთმანეთის გრძნობები. ამიტომ არ უნდა ვურევდეთ ერთმანეთში იმას, რაც წარმავალია და იმას, რაც იყო, არის და იქნება.

Подписаться на:
Комментарии (Atom)