მედიას აქვს ერთი არაჩვეულებრივი თვისება - მრავალწახნაგოვანია. რადიო, მაგალითად, ყველაზე სწრაფია, - მიიღებს ინფორმაციას და, შეუძლია, პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში გაავრცელოს; ტელევიზია ყველაზე გამომსახველობითია - საკუთარი თვალით ხედავ, რა და როგორ ხდება, ვინ და როგორ ლაპარაკობს; ბეჭდური მედია სულ სხვაა - თან დაგაქვს ის, რაც მისი საშუალებით მოგაწოდეს, მოგინდება - გადაიკითხავ, ჩაუღრმავდები, სადაც გინდა, როცა სასურველი დრო და გაწყობა გექნება.
ბეჭდურ მედიას კიდევ ერთი საინტერესო თვისება აქვს - მკითხველის წარმოსახვაზე თამაშობს. მისი საშუალებით ადამიანს, შეიძლება, სულ სხვა თვალით შეხედო. რამდენიმე კარგი ფოტო, კარგად გაშალაშინებული კითხვა-პასუხი, თვალისთვის და სმენისთვის ხილული მოძრაობების, საგნების, ხმების, სხვა ნიუანსების არარსებობა - ბეჭდურ მედიას, როცა საჭიროა, პროპაგანდის საუკეთესო საშუალებად აქცევს. იგი სწორედ იმაზე ფოკუსირებისკენ გიბიძგებს, რისი აქცენტირებაც კონკრეტულ შემთხვევაში უნდა.
ვერ გეტყვით, ვინ რა თვალით დაინახა საქართველოს პრეზიდენტი ჟურნალ „ტაბულას" 24-ე ნომერში, მაგრამ გამოცემის ფოკუსი ჩვენი მზერის განახლებას აშკარად ითხოვს. მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუს აქ ცხრა გვერდი აქვს დათმობილი, თუმცა, მასთან შეხვედრა გარეკანიდანვე იწყება, ირაკლი გედენიძის კარგად შესრულებული ფოტოთი. უკვე შიგნით, ინტერვიუში თომას დვორჟაკის (Magnum), ოლივიე ლაბან-მატეის, Reuters-ის ფოტოების გამოყენებული. ამ ფოტოებზე შეჩერება ნამდვილად ღირს.
ღრმად ჩაფიქრებული პრეზიდენტი აბსოლუტურ სიბნელეში ზის, ხის ოვალურ მაგიდასთან. ჩაის ჭიქას დაჰყურებს, მაგრამ, ნათელია, ჩაიზე არ ფიქობს. „მიხეილ სააკაშვილი: რომ გადავრჩეთ, ექსტრაორდინარული მიღწევები გვჭირდება" - ინტერვიუს სათაური ზუსტად პორტრეტის თავზეა მოქცეული. მაგიდაზე ქაღალდები აწყვია. გარჩევა მხოლოდ ერთი გვერდისა შეიძლება - გადაშლილი ჟურნალისა უნდა იყოს, იქაც სააკაშვილი ფოტოა.
ინტერვიუში სააკაშვილის კიდევ შვიდი ფოტოა: ახალგაზრდა, საქმიანი და კეთილშობილი პრეზიდენტი მოქალაქეებთან შეხვერდაზე სიტყვით გამოდის; მომღიმარი პრეზიდენტი, თავზე ჩაფხუტით, ტყიბულელი მაღაროელების ფონზე დგას (სვარაუდოდ, იმ მაღაროელებისა, სამუშაო ადგილზე წელს მომხდარმა ორმა აფეთქებამ 8 ამხანაგი რომ მოუკლა და 5 მძიმედ დაუშავა); პრეზიდენტი სათნოების სახლში წვნიანს მიირთმევს, მწვანელაბადიანი და სპორტულქუდიანი მოხუცის გვერდით ზის, მოხუცი სიყვარულით ადევნებს თვალს ამ პროცესს (თითქოს, საკუთარ რიგს ელოდება); პრეზიდენტი ოჯახში, მეუღლესა და უმცროს ვაჟთან ერთად, გეგონება, მამა-შვილმა ეს-ესაა თამაში დაასრულა; პრეზიდენტი ბიზნესმენებთან შეხვედრაზე მიიჩქარის, ჩვეული, სწრაფი და დიდი ნაბიჯებით, ისე, რომ ობიექტივი ძლივს ეწევა; პრეზიდენტი სამშენებლო კიბეზე ადის, აგვისტოს ომის დროს დაზიანებული შენობის დასათვალიერებლად; პრეზიდენტი დევნილებს ხვდება, მხოლოდ იგი ჩანს, ძალიან საქმიანია, თავის თავში დაჯერებული, უშიშარი.
საკონსტიტუციო რეფორმა, რეფორმატორთა იდეოლოგია, Le Monde-სთვის მიცემული ინტერვიუ, დაშვებული შეცდომები, სახელმწიფო ხარჯების შეკვეცა, თავისუფლების აქტი, სოციალური პოლიტიკა, კომპრომისი პრინციპებთან, პოპულრობა, საზოგადოების მენტალიტეტის ცვლა, რელიგია, დასავლეთისკენ სწრაფვა და ეროვნულობა, განათლება, რუსეთი, საერთაშორისო საზოგადოების გააქტიურება - ეს ის თემებია, რომელზეც ამ ინტერვიუში მსჯელობენ. თუმცა, ეს არის ერთგვარი „თამაში ცალ კარში", რადგან ჟურნალისტის ყურადღების მიღმა რჩება კითხვები, რომელსაც რესპოდენტის პასუხები ბუნებრივად აჩენს.
მაგალითად, რას გულისხმობს მიხეილ საკაშვილი, როცა ამბობს: „ჩვენ მიერ წამოწყებულ საქმეს ბოლომდე მიყვანა უნდა, ამიტომ ნურავის გაუკვირდება, რომ მე ყველაფერს გავაკეთებ, რათა იდეოლოგია და რეფორმატორთა გუნდი, რომელსაც მე წარმოვადგენ, დარჩეს ხელისუფლებაში 2013 წლის შემდეგ" და იქვე ამატებს: „დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლების გადაბარებაზე საუბარიც კი უხერხულია. თუ ვინ უხელმძღვანელებს საქართველოს ჩემი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, ამას გადაწყვეტს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით"?
ან - ამ დროს: „თავად ევროპელები ხვდებიან, რომ მუდმივი ძიძის როლში ყოფნას სახელმწიფო დიდხანს ვერ გაუძლებს. სოციალური ევროპის პროექტს გლობალურმა კრიზისმა ძლიერი დარტყმა მიაყენა", მაშინ, როცა ამერიკის შეერთებული შტატები, გლობალური კრიზისის შემდეგ, ევროპის სოციალურ პოლიტიკას, ლამის, საკუთარი საშინაო პოლიტიკის ორიენტირად ირჩევს?
განსაკუთრებით საინტერესო, ამგვარ წინააღმდეგობრივ განცხადებებში, გახლავთ ერთი: „რამდენიმე წლის წინ რაჭის ერთ-ერთ სოფელში ვიყავი. მათი შრომისმიყვარეობით პირდაპირ აღვფრთოვანდი - ციცაბო ფერდობზე თესავდნენ სიმინდს. ორი წლის შემდეგ ისევ იმ სოფელში ავედი და სიმინდი აღარ დამხვდა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მადლიერებით მომახსენეს, რომ სიმინდი აღარ სჭირდებათ, ვინაიდან სოციალურ დახმარებას იღებენ და პურს ყიდულობენ. ეს მაგალითია იმისა, რომ სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამები ქრონიკულ სიღარიბეს აჩენს".
ჟურნალისტმა, უნდა იცოდეს, რომ სიღარიბეს სამუშოს არარსებობა აჩენს და არა სოციალური პროგრამები; რომ, ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში (რომელსაც, საქართველოს პრეზიდენტის არაერთი განცხადებით, მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა ვერაფერი დააკლო) სიღარიბის დონემ 16,9 პროცენტი შეადგინა მაშინ, როცა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, დსთ-სა და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში, უმუშევრობის დონე 10 პროცენტია; რომ სოციალური დახმარების ოდენობა საქართველოში, ერთსულიანი ოჯახისთვის, 30 ლარია - თანხა, რომელიც სიმიდნის თესვის ალტერნატივად ვერ გამოდგება.
ეს „ლაფსუსები", წესით, აშკარა უნდა იყოს ჟურნალისტისთვის და მათთან დაკავშირებით შესაბამისი შეკითხვები უნდა დაისვას, მიუხედავად იმისა, რა მსოფლმხედველობას იზიარებს იგი. „ტაბულა" ამ შეკითხვებს არ სვამს. შესაბამისად, რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ვრცელი და კარგად გაფორმებული ინტერვიუ, ერთგვარი "პირის მოწმენდაა" პრეზიდენტისთვის, რომელიც, მისივე სიტყვებით თუ ვიტყვით, „უწყვეტი კამპანიის რეჟიმში მუშობს". ამ ინტერვიუში, თითქოს, ყველა იმ წარმოადგენის გაბათილება იყო ჩაფიქრებული, რომლებიც, პრეზიდენტთან დაკავშირებით საზოგადოებაში შეიქმნა და ჩაფიქრებული იყო, სწორედ ბეჭდური მედიის საშუალებით, სადაც ყველაფერი სულ სხვანაირად შეიძლება გამოჩნდეს.
მართლაც, ამ ინტერვიუში არ ჩანს სააკაშვილი, რომელსაც ტელეეკრანიდან ვხედავთ - „გაქსუებულ გობეჯიშვილზე" რომ ბრაზობს და მინისტრთა კაბინეტის წევრებს კატეგორიულად უცხადებს, არ ვაპირებ აქ „ხორცის ნაჭრები შევინახოო". ეს არც ის სააკაშვილია, დიდხანს და ალალად რომ იცინის, მისი ჩინოვნიკის თავის მოწონებაზე, სამეგრელოში იმდენ ფულს შოულობს ხალხი თხილის სეზონზე, ერთს, შვილი რომ მოსტაცეს, გამოსასყიდი უპრობლემოდ გადაიხადაო. არც ის, კარგი პროდიუსერივით რომ მართავს სატელევიზიო შეხვედრებს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და უშიშროების საბჭოს სხდომებს ყველას თვალწინ ატარებს. ეს სხვა სააკაშვილია.
„ჩვენ არა ევროპის პროვინცია, არამედ რეგიონის ევროპული ცენტრი უნდა ვიყოთ. ყველაფერს გავაკეთებ, რათა იდეოლოგია და რეფორმატორთა გუნდი, რომელსაც მე წრმოვადგენ, დარჩეს ხელისუფლებაში 2013 წლის შემდეგ," - რეზიუმე, რომელსაც ჟურნალი შესავლის სახით გვთავაზობს, ინტერვიუს მთავარი სათქმელია, თუმცა ამას ის რამდენიმე წინადადება აკლია, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ გამოტანებშიც კი ვერ მოხვდა, პუბლიკაციის ერთ-ერთ მთავარ ღერძს უნდა წარმოადგენდეს - „ვინც არ უნდა გაანაწყენო, თუ ის ფიქრობს, რომ შენ სხვა მოტივაცია არ გაგაჩნდა გარდა იმისა, რომ კარგი გინდოდა, შეცდომებს გპატიობს."
http://www.media.ge/ka/node/38739
четверг, 30 сентября 2010 г.
მოჯადოებული ფოტოგრაფია
გასული კვირის „ტაბულაში" არაჩვეულებრივი ფოტოა - პატარა მოსწავლე გოგონა შთამბეჭდავად გაღებული პირით. ამთქნარებს. მასსავით პატარა და პეწიანად გამოწყობილი გოგონების ფონზე დგას. ერთი მოსწავლე პირდაპირ კადრში იყურება, დიდივით სერიოზული გამომეტყველებით. სხვებიც სერიოზულები ჩანან, ჯერ კიდევ უცნობი ცხოვრების პირისპირ დგანან და შიშნარევი მოლოდინით არიან სავსენი. ეს კი, დგას და ამთქნარებს. ეძინება. სახელდახელოდ დავარცხნილი თმა, ბაბთა - კისერზე, ფართოდ გაღებული პირი, შეჭმუხნული პატარა ცხვირი, ნაოჭი გაწელილ ნიკაპზე,... საოცარი ფოტოა. მართალი. ავტორი: Reuters.
„ტაბულას" ამ ნომერში Reuters-ის, ასევე, ქართველი ფოტოგრაფების სხვა საინტერესო ფოტოებიცაა, თუმცა, ზოგადად, კარგი ფოტო ქართულ მედიაში „პრიალა" ჟურნალებთან ასოცირდება. აქაც - ყოველთვის არა. განსაკუთრებით რთული, ხარისხიანი ფოტოს პოვნა, არის გაზეთებში და გაზეთის ქაღალდზე დაბეჭდილ, ძირითადად, შავ-თეთრ ჟურნალებში, რომლებსაც მე, პირადად, ყდაში ჩასმულ გაზეთებს ვუწოდებ. აქ არათუ დეტალების, ხშირად, მოქმედების, გმირების გამომეტყველების გარჩევა ჭირს. ფოტოს, ქართული ბეჭდური მედიის უდიდეს ნაწილში, დატვირთვა, ფაქტობრივად, არ აქვს.
„ლეონარდო და ვინჩის სიტყვებია: „არაფერია იმაზე სანდო და დამაჯერებელი, ვიდრე საკუთარი თვალით დანახული". ფოტო იგივეა, რაც საკუთარი თვალით დანახული," - ამბობს საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა ფხაკაძე, - „თავისი ბუნებით, ფოტო დოკუმენტური მასალაა, ამყარებს სტატიის სანდოობას, ქმნის ემოციური განწყობას. ამიტომ, გამოსაქვეყნებელ ფოტოსაც ისეთივე სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, როგორც საკუთარი თავის მოწესრიგებას სახლიდან გასვლის წინ."
მიუხედავად ამისა, ქართული ბეჭდური მედია სავსეა უხარისხო ფოტოებით. საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის თავმჯდომარე ამის რამდენიმე მიზეზს ასახელებს: „პირველ შემთხვევაში, რესპონდენტი თავად არჩევს ფოტოს და აწვდის ჟურნალისტს გამოსაქვეყნებლად, პრინციპით - "მე მომწონს". ასე ჩნდება ინტერვიუსა თუ სხვა ჟანრის მასალებში ფოტოები, პირობითი სახელწოდებით: "მე ცუგასთან", "მე საძინებელში", "მე აგარაკის ფონზე". მეორე შემთხვევაში, ჟურნალისტი თავად ხდება "ფოტოგრაფი" და, ფოტოკამერა თუ არ აქვს, მობილური ტელეფონის გამოყენებასაც არ ერიდება. მესამე შემთხვევა მეორესგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ რესპონდენტს ფოტოს ჟურნალისტის თანმხლები ''ფოტოგრაფი'' უღებს. ეს ძალიან საინტერესო მომენტია: უმეტესობა ფიქრობს, რომ, თუკი ფოტოკამერას ფლობს, ისეთივე ფოტოგრაფია, როგორიც სხვა, მაგრამ ფოტოკამერიანი ადამიანი ფოტოგრაფი არ არის, ამ საქმეში სპეციალური ცოდნისა და გამოცდილების გარეშე, ის, უბრალოდ, ფოტოკამერიანი ადამიანია."
იგივეს ამბობს ფოტოგრაფი, ჟურნალ „ლიბერალის"ფოტორედაქტორი ლევან ხერხეულიძე. „გამოსახულების ხარისხს, ისევე, როგორც შემოქმედების ხარისხს, აქ ყურადღება, სამწუხაროდ, იშვიათად ექცევა. მედია მფლობელების დიდ ნაწილს დღემდე მიაჩნია, რომ ფოტო მასალის გაფორმებაა და, უბრალოდ, უნდა ახლდეს ტექსტს. არადა, არ შეიძლება ფოტო დანართივით იყოს, ფოტო მასალის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელია," - ამბობს იგი, - „საერთოდ კი, გვაქვს ერთგვარი მოჯადოებული წრე. ძალიან ბევრი რეპორტიორი „გამოიჩეკა" ბოლო პერიოდში საქართველოში, აპარატს აჩხაკუნებს ძალიან ბევრი, ხარისხი კი არის დაბალი ან საშუალო. პარალელურად, არიან ფოტორეპორტიორები, მათ სახელებსა და გვარებს ახლა, ბუნებრივია, არ დავასახელებ, რომლებიც საკმაოდ მაღალი ხარისხის პროდუქციას ქმნიან. ამ შემთხვევაში მივდივართ იქამდე, რომ ქართულ ბაზარზე ანაზღაურება არ არის ადეკვატური. წარმოუდგენელია, ჰონორარის სახით ფოტოში გადაიხადო 20 ლარი და ავტორი კმაყოფილი დაგრჩეს. ჩვენთან არ არსებობს ფოტოს ადეკვატური შეფასების პრაქტიკა, ამიტომაც იკვრება წრე: არ არის შესაბამისი ჰონორარი - არ არის მისწრაფება, შექმნა, პირველ გვერდზე გაიტანო შედევრი."
ანაზღაურება, როგორც სტიმული ხარისხიანი ფოტოს შქმნისთვის, მნიშვნელოვანია კახა ფხაკაძისთვისაც. „რედაქციები პერმანენტულად ქირაობენ დაბალანაზღაურებად მოყვარულ ფოტოგრაფებს, რომლებსაც არც გამოცდილება გააჩნიათ, არც შესაფერისი აპარატურა," - ამბობს იგი, - „ასეთ გზას ხშირად სოლიდური კომპანიებიც მიმართავენ. მაგალითად, „შერატონში", ივენთის დროს, კომპანია შამპანურის ბოთლის გახსნის მომსახურებას ყიდულობს 5 დოლარად, ხოლო ამავე ივენთის ერთ ფოტოში იხდის, მაქსიმუმ, 3 ლარს. მათ ვერ გაითავისეს, რომ ფოტოპროდუქცია შესაბამის ფასად უნდა შეიძინონ პროფესიონალი ფოტოგრაფებისგან."
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი ფოტოს ხარისხისთვის ქაღალდია. გაზეთებისა და ჟურნალების უმეტესობა დაბალი ხარისხის ქაღალდზე იბეჭდება. შესაბამისად, ფოტოს ხარისხი კიდევ რამდენიმე პუნქტით ეცემა. ყველაზე მეტად თვალშისაცემი ეს ფერადი ფოტოების შემთხვევაშია, როცა, ბეჭდვის ცუდი ხარისხის გამო, ფერების აცდენა გარდაუვალი ხდება. „ასეთი შემთხვევები არსებობს პრიალა ჟურნალებშიც," - ამბობს ლევან ხერხეულიძე, - „ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი განლაგება აქვს ფოტოს. დღეს, ათვალიერებ გაზეთს და ხვდები, რომ, მაგალითად, გაშლაზე, ფოტოების ადგილი არ არის ნაფიქრი, ისინი, თითქოს „ჩაყრილია" გვერდებში, არ უხდება ერთმანეთს, ტექსტს, არ არის ლაკონური, სტრუქტურულად სწორად არ არის აწყობილი. შედეგად, ყველაფერი საკმაოდ უხარისხოდ გამოიყურება."
ის, რაშიც მწერალი ჟურნალისტები და ფოტოგრაფები ხშირად ვერ თანხმდებიან, ერთმანეთისთვის საკუთარი ნამუშევრის „შეწირვაა". „მესმის, რომ არ შეიძლება, ტექსტი შევამოკლოთ, რადგან, მინდა, დიდი ზომის, გამომსახველობითი ფოტო გავუშვა, ამიტომ, 100-დან 75 პროცენტის შემთხვევაში, გამოსახულებას ვწირავ ტექსტს, რომელიც ითხოვს, იყოს დიდი, მაგრამ მისი ილუსტრირება არ შეიძლება ხუთ გაშლაზე გაკეთდეს," - ამბობს ლევან ხერხეულიძე, - „პირადად, მე არ მიყვარს ძალიან პატარა ფოტოების გამოყენება, რადგან ფოტო არ არის ტექსტის დანამატი. წინააღმდეგი ვარ, ფოტო იყოს მხოლოდ ინფორმატიული. როცა ფოტოს უყურებ, გულში, გონებაში, რაღაც უნდა ჩაგრჩეს. თუ ფოტო ამას არ აკეთებს, ე.ი. არ ვარგა. ასეთი, სჯობს, საერთოდ არ დაბეჭდო."
უხარისხო ფოტო ყველაზე მეტად აზარალებს მათ, ვის გამოსახულებასაც წარმოადგენს. საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა ფხაკაძე ამას განსაკუთრებულად უსვამს ხაზს: „ვიზუალური ინფორმაცია საკმაოდ ძლიერ გავლენას ახდენს საზოგადოების ცნობიერებაზე, პერსონის მიმართ განწყობის შექმნაზე. ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით ისინი ზარალდებიან, ვისი კარიერაც, მთლიანად ან ნაწილობრივ, მათ ვიზუალურ მხარეზეა დამოკიდებული. ესენი არიან მოდელები და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები. როგორი განწყობა შეიძლება დაგეუფლოს, როდესაც რომელიმე ჟურნალში, რომელიმე მოდელს ან მომღერალს მწვანე ან სტაფილოსფერი სახით იხილავ? ან ისეთ პოზაში, რომელიც ფოტოგრაფის უნებლიე, გაუაზრებელი შეცდომების წყალობით მის ფიგურას ამახინჯებს?"
ამ კითხვაზე პასუხს, ქართული ბეჭდური მედიის მიხედვით, აქ, ფაქტობრივად, არავინ ეძებს. ეკონომია ხარისხის ხარჯზე და საქმისადმი არაკვალიფიციური დამოკიდებულება - ის მიზეზებია, რომელიც ეროვნულ ჟურნალ-გაზეთებს დაბალი ხარისხის და ინტერნეტიდან გადმოქაჩული ფოტოებით ავსებს. ჟურნალისტებს კი, სწავლისას, დღესაც ეუბნებიან, რომ ბეჭდური მედია ვიზუალური აღქმის ობიექტია.
http://www.media.ge/ka/node/38699

четверг, 23 сентября 2010 г.
ერთი კონკურსის შესახებ
"You can't support good journalism, if you don't support good journalists". ლექსინგტონის გაზეთების გილდიის ეს სლოგანი მახსენდება ყოველთვის, როცა ჟურნალისტებისთვის გამოცხადებული რომელიმე კონკურსის განაცხადს წავაწყდები. ლექსინგტონელი კოლეგები ამ 13 სიტყვაში გაცილებით მეტს გულისხმობენ, მაგრამ ჩვენთვის, ქართველი ჟურნალისტებისთვის - ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ჟურნალისტებისთვის მსოფლიოში, კონკურსები სულის მოთქმის კარგი საშუალებაა. დღეს ერთ-ერთ კონკურსზე მინდა გიამბოთ.
წელს, 15 მაისს, Media.Ge-ზე გაჩნდა განცხადება ჟურნალისტთა და ფოტოგრაფთა ღია კონკურსის თაობაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) თემაზე. ლტოლვილთა დანიის საბჭომ კონკურსი გამოაცხადა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, "ერთობლივი გადაწყვეტილებები გრძელვადიანი გადაწყვეტილებებია - საქართველოში მცხოვრები დევნილების პრობლემების გადაწყვეტისკენ გადადგმული ნაბიჯები", ფარგლებში.
„საქართველოს მთავრობის "იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის" სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავს დევნილთა პრობლემების გრძელვადიან მოგვარებას," - ვკითხულობთ განაცხადში, - „სახელმწიფო სტრატეგია გულისხმობს დევნილთა სოციალურ-ეკონომიკურ ინტეგრაციასა და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. სამოქმედო გეგმის მთავარი ამოცანაა იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად პრობლემის გრძელვადიანი გადაწყვეტა, რათა ისინი სულ უფრო ნაკლებად იყვნენ სახელმწიფოზე დამოკიდებულნი, რათა გამჭვირვალე შერჩევის კრიტერიუმებზე დაყრდნობით მოხდეს მსურველთა ინტეგრაცია სახელმწიფოს სოციალური დახმარების პროგრამებში. ეს კონკურსი არის იმ საინფორმაციო კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს როგორც დევნილთა, ასევე ზოგადად საზოგადოების ინფორმირებას დევნილებთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაოების შესახებ."
თემა საინტერესოა. ძალიან საინტერესო და ძნელად წარმომიდგენია სოციალურ სფეროში მომუშავე ჟურნალისტი, რომელიც ამ საკითხზე მასალის მომზადებისგან თავს შეიკავებდა. მით უმეტეს, რომ, ერთგვარი აღიარების გარდა, პირველი პრიზის მფლობელი ჟურნალისტი Netbook-ით, მეორე ადგილზე გასული კი, დიქტოფონით დაჯილდოვდებოდა. უნდა ითქვას, რომ ერთიც და მეორეც, ამ ჯილდოებიდან, იმაზე მეტი (ან გაცილებით მეტი) ღირს, ვიდრე ქართულ ბაზარზე ერთ სტატიაში იხდიან.
მე ამ კონკურსში მონაწილეობის სურვილი არ გამჩენია. ამის მიზეზი გახდა განაცხადის ის ნაწილი, რომელიც კონკურსში ჟურნალისტების მონაწილეობის პირობებს ეხებოდა. ტექნიკური ხასიათის დეტალების აღწერასთან ერთად, მასში წერია: „პუბლიკაცია ყურადღებას უნდა ამახვილებდეს იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ სამოქმედო გეგმის ერთ ან რამდენიმე ასპექტზე, კერძოდ, თუ რა გავლენა იქონია სამოქმედო გეგმის ფარგლებში გატარებულმა ღონისძიებებმა იძულებით გადადგილებულ პირთა ცხოვრებაზე, რა ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს სამოქმედო გეგმა მათ ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად."
დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს პირობა (ყურადღება გაგვემახვილებინა იმაზე, თუ „რა გავლენა იქონია სამოქმედო გეგმის ფარგლებში გატარებულმა ღონისძიებებმა იძულებით გადადგილებულ პირთა ცხოვრებაზე, რა ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს სამოქმედო გეგმა მათ ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად"), მითითებდა, როგორი (აუცილებლად დადებითი) შინაარსის უნდა ყოფილიყო ჩემი მასალა, თუკი კონკურსში მონაწილეობას ვაპირებდი.
ამ კონკურსის ერთ-ერთი ორგანიზატორი პაატა საბელაშვილი მიიჩნევს, რომ განაცხადში არანაირი ასეთი მითითება არ ყოფილა. „ეს კონკურსი გამოცხადდა იმისთვის, რომ საზოგადოებას, დევნილებს მეტი ინფორმაცია ჰქონოდათ სამოქმედო გეგმის შესახებ, ეს უფრო თეორიული ხასიათის ინფორმაცია იქნებოდა იმაზე, თუ რას სთავაზობს ეს გეგმა მათ, მდგომარეობის გასაუმჯობესებლად," - ამბობს იგი. თუმცა, ფრაზა - „...რა გავლენა იქონია სამოქმედო გეგმის ფარგლებში გატარებულმა ღონისძიებებმა იძულებით გადადგილებულ პირთა ცხოვრებაზე..." - უფრო მეტი უნდა იყოს, ვიდრე მხოლოდ თეორია.
სამოქმედო გეგმა, რომელიც, პაატა საბელაშვილის სიტყვებით, საკონკურსო მასალების ღერძი უნდა ყოფილიყო, წარმოადგენს 1 მილიონ 509 ათას 400 ლარის ღირებულების სამუშაოების ჩამონათვალს, რომელიც 2009-2012 წლებზეა გაწერილი და დევნილების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, ალტერნატიული, გრძელვადიანი განსახლებით და ინფორმაციით მათ უზრუნველყოფას გულისხმობს. ამ გეგმის ძირითადი ნაწილი დევნილების განსახლებასა და მათთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს - ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეულ საკითხს დევნილებისთვის, როგორც ეს, თუნდაც, ბოლო დროინდელმა პროცესებმა აჩვენა.
დევნილთა განსახლების საკითხი პრობლემური იყო კონკურსის გამოცხადების დროსაც. შესაბამისად, სამოქმედო გეგმისა კონკურსის პირობების შესწავლის შემდეგ, გამიჩნდა აზრი, რომ ამ კონკურსით, სახელმწიფო იმ სურათის შეცვლას ცდილობდა, რომელიც, ბეჭდურ მედიასა და ინტერნეტგამოცემებში არსებული პუბლიკაციების მიხედვით, ამ საკითხთან დაკავშირებით იქმნებოდა. კონკურსი მედიის სწორედ ამ ნაწილისთვის იყო გამოცხადებული, ჟიურის შემადგენლობაში კი, პროფესიონალ ფოტოგრაფებთან, ჟურნალისტებთან და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლებიც შედიოდნენ.
არ ვიცი, რა თვალით შეხედეს ამ კონკურსს ჩემმა კოლეგებმა, მაგრამ, ფაქტია - გამარჯვებული ჟურნალისტების დაგეგმილი დაჯილდოება არ შედგა. სპეციალურ ცერემონიაზე, რომელიც ივნისში, იძულებით გადაადგილებულ პირთა კვირეულის ფარგლებში შედგა, გამოფენილი მხოლოდ ფოტოები იყო. პაატა საბელაშვილის ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობისთვის ორგანიზატორებმა 2 სტატია და 5 ფოტოგრაფის 12 ფოტო მიიღეს. „ფოტოკონკურსი შედგა. რაც შეეხება სტატიებს, ორი პრიზის პირობებში, ორ მასალას შორის კონკურსს ვერ გავმართავდით," - ამბობს იგი.
ამ წლის დასაწყისში, 3 თებერვალს, ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციის (EFJ) მიერ ევროპარლამენტში ორგანიზაბულმა კონფერენციამ ევროპის პოლიტიკურ ლიდერებს მოსთხოვა იმოქმედონ იმისთვის, რომ წინ აღუდგნენ მედიის კრიზისს, რომელიც ფინანსური პრობლემებით პროვოცირებულმა საბაზრო ცვლილებებმა გამოიწვია. კონფერენციაზე, რომელსაც პოლიტიკური ლიდერებიც ესწრებოდნენ, ისმოდა მოწოდებები სახელმწიფოსა და მედიას შორის ახალი ურთიერთობის დამყარებისკენ, რაც ევროპული ჟურნალისტიკის სტაბილურობისთვის ბრძოლას, მის დახმარებას ითვალისწინებდა, ოღონდ - მედიის დამოუკიდებლობის შენარჩუნების ხაზგასმით.
„ჟურნალისტიკა ის საზოგადოებრივი სიკეთეა, რასაც ეყრდნობა დემოკრატია ევროპაში," - განაცხადა კონფერენციაზე EFJ-ს გენერალურმა დირექტორმა აიდან უაიტმა. ჟურნალისტიკა უნდა იყოს ის სიკეთე, რომელსაც დაეყრდნობა დემოკრატია საქართველოში. თუ მხარდაჭერა კარგ ჟურნალისტიკას ექნა, ეს მომავალი ჩვენი ქვეყნისთვის შორი არ გახდება.
http://www.media.ge/ka/node/38526

ტყვია – სახელმწიფოსგან
მახვილაძის სახელობის შრომის მედიცინისა და ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითმა ინსტიტუტმა, წელს, დადო ჭიათურის მაღაროთა სამმართველოში, კასპის ცემენტის ქარხანასა და “საქართველოს თამბაქოს” წარმოებაში ჩატარებული ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგები. კვლევების ფარგლებში, შესწავლილ იქნა საწარმოთა ჰიგიენური მდგომარეობა, დასაქმებულების ჯანმრთელობა, მათ შორის რეპროდუქციული ჯანმრთელობა და ქიმიური უსაფრთხოება.
ინსტიტუტის ეპიდემიოლოგიური კვლევების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი ნანა ჩხაიძე ამბობს, რომ მიღებული შედეგის განზოგადება მთელ წარმოებებზე სწორ სურათს არ მოგვცემს, თუმცა ამ სამ საწარმოში ჩატარებულმა რეფერენს-კვლევამ ავადობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი გამოავლინა.
დაავადებათა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჭიათურის სამთო გამამდიდრებელ კომბინატში დაფიქსირდა. იქ დასაქმებულებს აწუხებთ: გულ-სისხლძარღვთა პრობლემა - 22,10%, ნერვული სისტემის პრობლემა - 22%, კანის პრობლემები - 18,40%, სასუნთქი სისტემის პრობლემები - 13,60%, სმენის ნევრიტი - 13,20%. მარგანეცის წარმოება შრომის მავნე პირობებით, პროფესიული რისკის მაღალი ჯგუფებით ხასიათდება. “ჯორჯიან მანგანეზის” ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის მუშები სამუშაო დროის 51,2-79,2% განმავლობაში მავნე ფაქტორების ზემოქმედების ქვეშ ატარებენ.
ავადობის ყველაზე მეტი შემთხვევა აქ 50-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში აღმოჩნდა, ადამიანებში, ვისი შრომითი სტაჟი 21 წელი და მეტია. ეს პრობლემების წარსულში ძიების ნიშანი იქნებოდა, რომ არა კიდევ ერთი განმარტება, რომელსაც ნანა ჩხაიძე აკეთებს: “წლების განმავლობაში, ამ საწარმოებში კონტიგენტმა იკლო, საწარმოების ნაწილი დახურულია, ნაწილი ისეთი დატვირთვით არ მუშაობს, ბევრგან ახალგაზრდა თაობა დასაქმდა, მაგრამ ჭიათურაში, ჩვენდა გასაოცრად, მაღალი წნევის მატარებლები სწორედ ახალგაზრდები იყვნენ.” მაღალი წნევა ორგანიზამში ტყვიის დიდი ოდენობით არსებობის ერთ-ერთი შედეგია. მისი კიდევ ერთი შედეგი ათეროსკლეროზის ნაადრევი განვითარებაა.
ტყვიის შემცველობის ზედა ზღვარი თმაში 5 მკგ/გ–ია. კვლევის ფარგლებში, შემოწმებულ იქნა კასპის ცემენტის ქარხნის, სხვადასხვა პროფესიის 10 მუშის (მემანქანე, მტვირთავი, შემფუთველი და სხვა) და ჭიათურის სამთამადნო წარმოების სხვადასხვა პროფესიის 75 მუშის (ამფეთქებელი, მებიგე, მბურღავი, გვირაბგამყვანი და სხვა) თმის ნიმუში. კასპში თმის სპექტრალურ ანალიზში ტყვიის მაღალი დონე ნანახი იქნა მხოლოდ 1 შემთხვევაში - 11.10 მკგ/გ.-ს. ჭიათურაში თმის ტყვიის მაღალი დონე ნანახი იქნა 3 შემთხვევაში - 11,10 მკგ/გ-ს.
შემოწმება სხვა მძიმე მეტალებზეც გაკეთდა. შედეგად, კალიუმის შემცველობის დაბალი დონე ნანახი იქნა კასპში 5 და ჭიათურაში 37 შემთხვევაში. კალიუმის შემცველობის ქვედა ზღვარი თმაში არის 70 მკგ/გ, რისი დაქვეითებაც იწვევს კუნთების სისუსტეს, ადვილად დაღლას, დეპრესიის, შრომის უნარიანობის დაქვეითებას, არითმიას.
რკინის მაღალი დონე კასპში ნანახი იქნა 7 და ჭიათურაში - 25 შემთხვევაში. რკინის შემცველობის ზედა ზღვარი თმაში 25 მკგ/გ–ია. რკინით ხანგრძლივმა ინტოქსიკაციამ, შეიძლება, გამოიწვიოს სისხლის ბაქტერიოციდული აქტივობის შემცირება, ანთებითი პროცესების გააქტიურება, დისბაქტერიოზი, ტოქსიკური ჰეპატიტის, ენცეფალოპათია, კანის პიგმენტაცია, ასთენია.
კასპსა და ჭიათურაში სპილენძის დაბალი დონე ნანახი იქნა 5 შემთხვევაში. სპილენძის შემცველობის ქვედა ზღვარი თმაში 7 მკგ/გ–ია. მისი დეფიციტის ძირითადი გამოვლინებებია: ანემია, თმის სტრუქტურისა და ფერის შეცვლა, კანის დეპიგმენტაცია, ნაადრევი ნაოჭების გაჩენა, ოსტეოპოროზი, ხშირი მოტეხილობები, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ნერვული იმპულსების გადაცემის დარღვევა.
სელენის დაბალი დონე კასპში ნანახი იქნა 6 და ჭიათურაში - 24 შემთხვევაში. სელენის შემცველობის ქვედა ზღვარი თმაში 5მკგ/გ. სელენის ნაკლებობას არ გააჩნია სპეციფიკური სიმპტომები, მაგრამ, მისი ხანგრძლივი დეფიციტისას, ზიანდება სისხლძარღვოვანი სისტემა, სუსტდება იმუნიტეტი, ვითარდება ნაადრევი დაბერება.
სტრონციუმის მაღალი დონე ნანახი იქნა კასპში 6 შემთხვევაში. სტრონციუმის შემცველობის ზედა ზღვარი თმაში 5 მკგ/გ–ია და იგი არ წარმოადგენს ადამიანისთვის აუცილებელ ელემენტს. ორგანიზმში მოხვედრისას, კალციუმის ნაკლებობის შემთხვევაში, სტრონციუმი გადადის ძვლებში და იწვავს რაქიტის განვითარებას.
ჭიათურაში მანგანუმის (Mნ) მაღალი დონე აღენიშნებოდა ყველა გამოკვლეულ პირს - დაახლოებით 112,67 მკგ/გ. მანგანუმი მონაწილეობს ცხიმოვან და ნახშირწყლოვან ცვლაში, გავლენას ახდენს ძვლის ქსოვილის ჩამოყალიბებაზე, თიროქსინის ცვლაზე, და ამ გზით წარმოადგენს რისკფაქტორს შაქრიანი დიაბეტის, არტრიტების, ოსტეოპოროზის განვითარებისათვის; მანგანუმით ხანგრძლივი ინტოქსიკაციისას შეიძლება ჩამოყალიბდეს: ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება; სისუსტე; მეხსიერების დაქვეითება; დეპრესიულობა.
ქრომის სიჭარბე ჭიათურაში გამოუვლინდა 18 პირს - 7,6მკგ/გ. ქრომის ზედა დასაშვები ზღვარი 5,0 მკგ/გ–ია. ქრომით ხანგრძლივი ინტოქსიკაცია იწვევს კანის დაზიანებებს - დერმატიტის და ეგზემას. კვლევის მიხედვით, ეს აისახა ყველა გამოკვლეული პირის დერმატოლოგიურ დიაგნოზში.
თუთიის დაბალი დონე ნანახი იქნა 24 შემთხვევაში. თუთიის შემცველობის ქვედა ზღვარი თმაში 120მკგ/გ–ია. მისი დაქვეითება იწვევს: იმუნიტეტის დასუსტებას; ხშირ ინფექციებს; კანის და ფრჩხილების დაავადებებს; ალერგიას; მეხსიერების დაქვეითებას; დეპრესიას; პროსტატის ფუნქციის დარღვევას.
მძიმეა შედეგები, რომელიც გამოკვლეულ საწარმოებში რეპროდუქციული ჯანმრთელობის მდგომარეობას აღწერს. ზოგადად, ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს: ჩასახვის უნარის დარღვევა ქალებსა და მამაკაცები; ნაყოფის შენარჩუნების უნარის დარღვევა ქალებში; ახალი ორგანიზმის განვითარების შეფერხება; რეპროდუქციული ჯანმრთელობის სპეციფიკური დარღვევები ჩასახვის მომენტიდან მის სქესობრივ მომწიფებამდე; მეძუძურ ქალებში - ლაქტაციის ფუნქციის დარღვევა; თაობებში - ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარება.
კვლევის მიხედვით, ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის მდგომარეობა “კასპიცემენტში” ასეთია: 10 წლამდე სტაჟის მქონეებში მეტია ახალშობილის მცირე წონა, 25 წელზე მეტი სტაჟის მოქონეებში - მკვდრადშობადობა. ჭიათურმანგანუმის საწარმოებში ყველაზე მაღალი და საგანგაშო მაჩვენებელი აქვთ 5 წლამდე სტაჟის მქონე ქალებს. მათ შორის, ძალიან მაღალია მკვდრადშობადობისა და სპონტანური აბორტების მაჩვენებელი. ამ თვალსაზრისით, საგანგაშოა 6-10 და 25 წელს ზევით სტაჟის მქონეთა ქალთა მაჩვენებლიც. კვლევის შედეგად გამოვლინდა, ასევე, თაობაში ჯანმრთელობის მდგომარეობის დარღვევა.
ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ პერიოდული სამედიცინო გასინჯვების შედეგების რეტროსპექტული ანალიზით გამოვლენილი ავადობის მაჩვენებელი თითქმის ორჯერ აღემატებოდა ინტერვიურირების-პირისპირ მეთოდით მიღებულ მაჩვენებელს. „ყველაზე საინტერესო ისაა,“ – ამბობს ნანა ჩხაიძე, – „რომ ავადობა, სუბიექტური ჩივილებით და დოკუმენტაციით, ბევრად უფრო ნაკლები გამოვიდა, ვიდრე რეალურად გამოვიკვლიეთ. ადამიანები მალავენ, რომ ავად არიან. მათ ეშინიათ, რომ სამსახურს დაკარგავენ და არ ამხელენ ამას. სიღრმისეულმა კვლევამ აჩვენა, რომ ავადობა ორჯერ იმაზე მეტია, ვიდრე არსებული დოკუმენტაციით ფიქსირდება.“
ამ დოკუმენტაციას, ძირითადად, საავადმყოფო ფურცელი. საქართველოში დღეს: აღარ ტარდება დასაქმებული მოსახლეობის პროფილაქტიკური (წინასწარი და პერიოდული) სამედიცინო გასინჯვები; შესუსტებულია შრომის ჰიგიენური პირობების კონტროლი საწარმოებში, ხშირად დაცული არ არის შრომის უსაფრთხოების, სამუშაო ადგილებზე ჰიგიენური ნორმების, შრომისა და დასვენების შესაბამისი რეჟიმების ელემენტარული მოთხოვნები; დასაქმებულთათვის ჯანმრთელობის სადაზღვევო პაკეტების შემუშავებისას არ ხდება პროფესიული რისკების გათვალისწინება.
შრომის კოდექსის 35-ე მუხლი დამსაქმებელს ავალებს, მიიღოს ყველა გონივრული ზომა დასაქმებულის ჯანმრთელობის დასაცავად, მაგრამ არ არსებობს მექანიზმი, რომელიც გაარკვევდა, ასრულებს თუ არა იგი ამ ვალდებულებას. 2007 წლიდან, პროფესიული დაავადებების გამო, პენსიას ვეღარავინ ინიშნავს, შესაბამისი წესი აღარ მოქმედებს. იქამდე, ამ წესით, პროფესიულ უნარის დაკარგვის შემთხვევაში, ადამიანს, პენსიის სახით, სრულად, 100%-ით ენიშნებოდა ხელფასი, რომელსაც იღებდა. პენსიას დაზარალებულს ქვეყნის ბიუჯეტი უხდიდა. ახლა წარმოებები კერძო მფლობელობაში გადავიდა და არც ერთი საკანომნმდებლო აქტი არ ამბობს, პროფესიული დაავადების გამოვლენის შემთხვევაში, ვინ უნდა იხადოს დაავადებულისთვის დანიშნული პენსია.
დაავადებების ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე, ჭიათურის მაღაროთა სამმართველოში 7 მაღარო შედის. კლდეში ჰორიზონტალურად გაჭრილ, 5-6 კილომეტრი სიღრმის გვირაბებში დასაქმებულები სამ ცვლაში მუშობენ: დილის 9–დან დღის 4 საათამდე, 4-დან – 12 საათამდე, 12-დან – დილის 7 საათამდე. იმისთვის, რომ ხელზე 280 ლარი მიიღოს, გვირაბგამყვანმა, მეწყვილესთან ერთად, ცვლაში 30 ტონა ქანი უნდა ააფეთქოს, მოანგრიოს, გაწმინდოს და გვირაბი გაამაგროს. თუ დღიური განაკვეთი 100 პროცენტით არ შესრულდა, ხელფასი იკლებს.
47 წლის ფიზიკოსი მერაბ ჩინჩალაძე, რომელიც ჭიათურის მაღაროთა სამმართველოში სამუშაოდ 7 წლის წინათ მივიდა, ამბობს, რომ სამუშო პირობები იქ რთულია. დასაქმებულებს მუხლამდე ტალახში, დაგლეჯილი რეზინის ჩექმებითაც უწევთ მუშაობა, საჭირო რაოდენობით იარაღების არარსებობისა და არასაკმარისი განათების პირობებში. დღეისთვის, ჭიათურის მაღაროთა სამმართველოში 3500-მდე ადამიანია დასაქმებული. 200 000–ს აჭარბებს მომუშავეთა რაოდენობა იმ ქართულ საწარმოებში, სადაც ძირითადი მავნე ფაქტორი ქიმიური ნივთიერებებია.
ტყვია მათთვის სახელმწიფოს არ ენანება.
http://www.presa.ge/new/?m=society&AID=977

ტყუპები
ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს საგაზეთო ჯიხურები ყველაზე ჭრელი ქართული გამოცემებით ახლდება. ამ დღეებში „თბილისელების", „რეიტინგის", „სარკისა" და „გზის" ახალი ნომრები გამოიცემა. „თბილისელები" ყველაზე სქელი გამოცემაა (გასული კვირის ნომერი, მაგალითად, 108-გვერდიანი იყო) და შედარებით ძვირი, 1,50 ლარი ღირს, დანარჩენების შეძენა 1 ლარად შეიძლება („რეიტინგის" იმავე პერიოდის ნომერი 96-გვერდიანია, „სარკის" - 88-იანი, „გზის" - 98-იანი).
ამ გამოცემებიდან, ქართულ მედიაბაზარზე პირველი „სარკე" გამოჩნდა, იგი 1998 წლის 23 იანვრიდან გამოდის. 2000 წლის მარტიდან გამოდის „გზა", 2001 წლიდან - „თბილისელები", 2003 წლის 2 მაისიდან - „რეიტინგი". თვითდამკვიდრების ხანა ამ გამოცემებმა კარგა ხანია გაიარეს, მათგან ყველაზე „ახალგაზრდა" უკვე 7 წელია ბაზარზეა, თუმცა, კითხვაზე, - რა ტირაჟით იბეჭდებიან, - პასუხი არც ერთგან გაგვცეს, თავაზიანად განაცხადეს რა, რომ ეს მათი კომერციული საიდუმლოა.
რამდენიმე თვეა, ეს გამოცემები, ჟურნალებთან ერთად, შეღავათიან ფასებში, წიგნებსაც გვთავაზობენ. „სარკემ" მკითხველს ქართული პოეზია შესთავაზა, „გზამ" - ქართული პროზის საგანძური, „თბილისელებმა" - მსოფლიო ლიტერატურის შედევრები და ბესტსელერები, „რეიტინგმა" - მსოფლიო დეტექტივები. „სარკის" კომერციული დირექტორი ვაჟა შენგელია ამას აუცილებელ ნაბიჯს უწოდებს. მისი გადადგმა, გაყიდვების მდგომარეობის გამოსასწორებლად გახდა საჭირო.
ქართული ბაზრის სიმცირე და ფინანსური კრიზისი გაყიდვებზე ბუნებრივად მოახდენდა გავლენას, თუმცა, ამ გამოცემების გადათვალიერებაც კმარა, რომ დარწმუნდე - მიზეზი კიდევ არსებობს და ის ერთ-ერთი ყველაზე მთავარია. „სარკე", „გზა", „თბილისელები", „რეიტინგი" ტყუპებივით გვანან ერთმანეთს. განსხვავებულს ისინი, ფაქტობრივად, არაფერს სთავაზობენ მკითხველს. შესაბამისად, ბაზარზე, თუნდაც მცირეზე, ახალ ნიშას კი არ იკავებენ, „ლუკმას" ერთმანეთს ართმევენ.
ეს განცხადება ზოგადი რომ არ გამოჩნდეს, ერთად გადავავლოთ თვალი ამ გამოცემების გასული კვირის ნომრებს. დავიწყოთ ყდით. ყველა ფერი, მხოლოდ ადამიანები და გამოტანები, ბევრი ადამიანი და ბევრი გამოტანა - ასეთია ისინი. ერთდორულად სამ გამაღიზიანებელზე მეტის აღქმას ადამიანი ვერ ახერხებს, ამ ყდებზე კი, ლამის მთელი გამოცემის შიგთავსია დატეული. დავთვალოთ.
"სარკის" ყდაზე 11 ადამიანის ფოტოა და 11 გამოტანა. კიდევ 4 ადამიანი და 4 გამოტანაა ყდის შიდა მხარეს, 3 ადამიანი და 3 გამოტანა - მესამე გვერდზე, 2 ადამინი და 3 გამოტანაა უკანა ყდაზე. 13 ადამინი და 11 გამოტანაა "თბილისელების" ყდაზე, 1 ადამიანი და ერთი გამოტანა - გამოცემის უკანა ყდაზე. "გზა" - ყდაზეა 10 ადამიანი და 9 გამოტანა, "რეიტინგი" - 6 ადამიანი და 7 გამოტანა ყდაზე.
მეორე, რაც ამ გამოცემებს აერთიანებს ინტერვიუების სიმრავლეა. „თბილისელებში" 44 ინტერვიუა დაბეჭდილი, „რეიტინგში" - 24, „სარკეში" - 22, „გზაში" - 15. რესპოდენტები არიან როგორც საჯარო („ვარსკვლავები", პოლიტიკოსები, ექსპერტები, მეცნიერები, მწერლები, ექიმები, მოძღვრები, ახალი სახეები) ისე კერძო პირები (მზესუმზირის გამყიდველი, სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები, სტუდენტები, მოსწავლეები და ა.შ.).
საქართველო პატარა ქვეყანაა, ბევრი საჯარო პირი არ გვყავს და, ხშირად, ერთსა და იმავე დროს, სხვადასხვა გამოცემაში, ერთი და იგივე ადამიანი გვხვდება. ამ კუთხით, საინტერესოა ერთი საგამომცემლო სახლის, „პალიტრა მედიას" გამოცემები - „გზა" და „რეიტინგი". ორივეშია ინტერვიუები მომღერალ ეკა კვალიაშვილათან და „მის ბიკინი" თაკო შუბითიძესთან და ოთხოვე ინტერვიუ დამოუკიდებელი სახით, განსხვავებული კითხვებითაა მოცემული (თუმცა, ეკა კვალიაშვილთან ორივე ინტერვიუ ერთი ავტორის მიერაა ჩაწერილი და ფოტოებიც ერთი და იგივე აქვს).
ინტერვოუების ნაწილი, რომელსაც ეს გამოცემები გვთავაზობენ და ცნობილ უცხოელებთანაა ჩაწერილი, ბუნებრივია, თარგმანია, თუმცა, ყურადღებას უფრო აქაური ინტერვიუები იპყრობს. მათი ნაწილი კეთდება ისეთ საკითხებზეც, რომელთა შესახებ უპრიანი სტატიის დაწერა იქნებოდა. მაგალითად, „თბილისელებში" დაბეჭდილი ინტერვიუ ისტორიკოს ვაჟა კიკნაძესთან, რომელიც გვიყვება, რატომ მიიჩნევდა დედა-დედოფალი უთანაწოროდ ნესტან-დარეჯანის ქორწინებას არაგვის ერისთავ ზურაბზე. შეიძლება დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ამ გამოცემებში ინტერვიუების კეთება ეადვილებათ - ჩართავ, ჩაიწერ, გაშიფრავ და მორჩა. არადა, ნებისმიერი პროფესიონალი დაგიდასტურებთ, რომ კარგი ინტერვიუს გაკეთება ჟურნალისტიკაში ერთ-ერთი ყველაზე რთული საქმეა.
აშკარაა, რომ ოთხივე გამოცემას აერთიანებს სურვილი, მაქსიმალურად ბევრი მკითხველის ინტერესი დააკმაყოფილოს. მერკეტინგული თვალსაზრისით, ეს გასაგებია, თუმცა, რეალობაში ცოტა კომიკურ სახეს იღებს. მაგალითად: „სარკე" ხაზს უსვამს თავის რელიგიურობას, თუმცა, ბოლო გვერდებზე „ჯეოლაინის" ეროტიულ ფოტოებს ათავსებს; „თბილისიელები", ასევე, ცდილობს, მკითხველი თავის რელიგიურობაში დაარწმუნოს, „სარკის" მსგავსად, გვთავაზობს ინტერვიუებს მოძღვართან, თუმცა, „სარკისგან" განსხვავებით, გულს არც ჰოროსკოპების მოყვარულებს სწყვეტს.
ეს გამოცემებიც ისევე, როგორც „გზა" და „რეიტინგი", განსახილველ ნომრებში, ბეჭდავს: მიმდინარე ამბების ზოგად მიმოხილვას, მასალებს მსოფლიოს საინტერესო ადამიანების, ამბების, მოვლენების შესახებ, ვარსკვლავების ისტორიები, აქვს მედიცინის, საბავშვო გვერდი ("გზისა" და "რეიტინგის" გარდა), სამზარეულო რეცეპტები, ტესტი, კროსვორდები, ანეკდოტები, ვისიმე სიყვარულის ისტორია, მკითხველის მიერ მოწოდებული ამბები, ფოტო - სახელის დასარქმევად, განცხადებები, არა ერთი რომანი გაგრძელებებით, როგორც ქართული, ისე - უცხოური, სატელევიზო და რადიო პროგრამები, აფიშა...
ეს უკანასკნელი, ისევე, როგორც სამზარეულო რეცეპტები, განსაკუთრებული ფორმითაა მოწოდებული „რეიტინგში". „გემრიელი ჩანართი" ამ გამოცემიდან შეიძლება ამოიღო და ცალკე, სრულყოფილი სახით შეინახო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „რეიტინგსა" და „სარკეს", რომელთა რედაქტორები ქალები არიან, აქვთ ტრადიციულად „ქალური" აქცენტები (წყვილები, „ჭორები", სამზარეულო, სხვა), „გზასა" და „თბილისელებს" კი, რომელთა რედაქტორები არიან მამაკაცები - ტრადიციულად „მამაკაცური" (ისტორია, გმირები, სპორტი, სხვა). ეს ის თემებია, რომელიც საზოგადოებაში ჯერ კიდევ მოიაზრება, ერთი მხრივ ქალების, მეორე მხრივ კი - მამაკაცების ინტერესებში. რამდენად სწორია ეს - ცალკე საუბრის თემაა.
ყველაზე თვალშისაცემი მაინც, ამ გამოცემების ბეჭდვისა და მათში მოცემული ფოტოების დაბალი ხარისხია, თუმცა, იმ ფასად, რასაც მყიდველი მათი შეძენისას იხდის, უკეთესის პრეტენზია არც უნდა არსებობდეს. ორივე მხარე - როგორც გამომცემელი, ისე მყოდველი, ერთ დროს, თამაშის წესებზე შეთანხმდნენ და, ინერციით, ჯერ ისევ იცავენ მათ. როდემდე - ერთად დავინახავთ, თუკი იქამდე „ქართულმა ტყუპებმა" საკუთარ თავს რაიმე „კრეატიული საჩუქარი" არ გაუკეთეს.
http://www.media.ge/ka/node/38475

სიკვდილის ამხანაგები
მიზდონ ონიანი, გიორგი ბრეგაძე, მურმან კუბლაშვილი, ჯუმბერ ჯიშიაშვილი, პაატა მოდებაძე, სოსო ობოლაძე, ლაშა ბოჭორიშვილი, მალხაზ ჭანტურიძე - ეს ის მაღაროელები არიან, რომელებიც ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში წელს მომხდარი აფეთქებების დროს დაიღუპნენ.
მიზდონ ონიანი, გიორგი ბრეგაძე, მურმან კუბლაშვილი, ჯუმბერ ჯიშიაშვილი 2 მარტის აფეთქებამ იმსხვერპლა, პაატა მოდებაძე, სოსო ობოლაძე, ლაშა ბოჭორიშვილი, მალხაზ ჭანტურიძე - 28 აგვისტოს მომხდარმა. მალხაზ ჭანტურიძე, მძიმე დამწვრობითა და დაზიანებებით, აფეთქებიდან 4 დღის შემდეგ, 2 სექტემბერს, დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა. ამ ორი აფეთქებისას, მძიმე დამწვრობა და სხეულის დაზიანება მიიღეს: ბესიკ ზოსიაშვილმა, თემურ ქურციკიძემ, თემურ დალაქიშვილმა, სერგო აშოთიამ, ოლეგ ობოლაძემ.
ამ ადამიანებს იმ დღეებშიც ისევე, როგორც ყველა სხვა დღეს, შინ ოჯახები, შვილები, შვილიშვილები ელოდნენ.
ოფიციალური განმარტებები
მარტში, როცა მომხდართან დაკავშირებით პირველი კომენტარები გაკეთდა, მინდელის სახელობის მაღაროს ტექნიკური დირექტორი ბადრი არაბიძე ირწმუნებოდა, რომ ეს ტრაგედია პირველი იყო ამ მაღაროში. თუმცა, გაზის, ნავთობისა და ნახშირის მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე გოჩა კვიტატიანმა, 4 მარტს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ მინდელის სახელობის მაღაროში ტრაგედია 2009 წლის 4 დეკემბერსაც მოხდა, როცა მეშვიდე უბანზე ჩამოწოლილმა ლავამ ჯებირი გაარღვია და ოთხი ადამიანი დააზიანა, აქედან ერთი – სასიკვდილოდ.
კიდევ ერთი ნიშანდობლივი კომენტარი, რომელიც მაშინ გაკეთდა, მაღაროს მფლობელი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის აღამსრულებელ დირექტორ ზაზა სადუნაშვილს ეკუთვნოდა. “მაღაროელის პროფესია ყველაზე რისკიან პროფესიათა ჯგუფს განეკუთვნება და უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვის მიუხედავად, უბედური შემთხვევების ალბათობა მთელ მსოფლიოში მაღალია”, - განაცხადა მან. დაუდევრობა, როგორც აფეთქების მიზეზი, გამორიცხა პრემიერმა ნიკა გილაურმა.
დასკვნა, რომელიც საქმის შემსწავლელმა კომისიამ ტრაგედიიდან 12 დღეში დადო ამბობს: „კომისია ვარაუდობს, რომ მზადებითი უბნის ცვლის პერსონალის მიერ დარღვეულ იქნა „ნახშირის შახტების უსაფრთხოების წესების“ მოთხოვნები“. ამ კომისიაში შედიოდნენ: ღია სამთო სამუშაოებისა და აფეთქებების სპეციალისტები, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მშენებარე ობიექტების დისტანციის უფროსი, საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექციის სამთო საწარმოთა და ბურღვა-აფეთქებით სამუშაოთა ზედამხედველობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, ტყუბულის რაიონის გამგებლის თანაშემწე იურიდიულ საკითხებში, ს.ს. „მადნეულის“ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე, „საქნახშირის“ („ჯი-აი-ჯი ჯგუფი“) კორპორაციული მართვის დირექტორი და ამავე საწარმოს შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის სამსახურის უფროსი.
კომისიაში მონაწილეობის სურვილით, პრემიერ-მინისტრს სპეციალური წერილით მიმართეს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების სპეციალისტებმა, მაგრამ უშედეგოდ. პროფკავშირების გაერთიანების შრომის მთავარი ინსპექტორი ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ მომხდარი არ იყო მაღაროელების ბრალი და აფეთქება მოხდა იმიტომ, რომ მაღაროში არ იყო ჩატარებული შესაბამისი განგაზვითი სამუშაოები. „ჩვენ მაშინვე განვაცხადეთ, რომ, თუ მაღაროში შრომითი უსაფრთხოების ზომები არ გამოსწორდებოდა, მსგავსი უბედურების განმეორება შესაძლებელი იქნებოდა,“ - ამატებს ვიქტორ დოლიძე.
ამ დასკვნის გასაკეთებლად, მან გააანალიზა კომისიის მიერ დადებული დასკვნა, შესაბამისი საკანონმდებლო აქტები და დაასკვნა, რომ: კომისიამ უბედური შემთხვევის სამუშაო პროცესი თანმიმდევრობის დარღვევით აღწერა; არ დაურთო გამოკვლევის მასალებს ორივე ცვლის განრიგ-დაშვების ასლები, რადგან ამით დოკუმენტურად დადასტურდებოდა მაღაროში, გამშვები მოწყობილობის დაზიანების გამო გამორთული სავენტილაციო დანადგარის პირობებში, მესამე ცვლის ჩაშვების ფაქტი; ასევე - არ მიუთითა აუცილებლად შესასრულებელი მოთხოვნები, რაც მაღაროში უსაფრთხოების ზომების დარღვევებს დაადასტურებდა.
აქედან გამომდინარე, ვიქტორ დოლიძე ასკვნის: „კომისიის არსებული დასკვნით, არ დასტურდება, რომ აფეთქება დაღუპული და დაზარალებული პირების მიერ ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევამ გამოიწვია. მეტიც, სპეციალური გამოკვლევის აქტისა და თანდართული მასალების ნორმატიულ აქტებთან შედარებითი ანალიზით დგინდება, რომ შ.პ.ს. „საქნახშირის“ („ჯი-აი-ჯი ჯგუფი“) მინდელის სახელობის მაღაროს ხელმძღვანელობამ დაარღვია საქართველოს „საშიში საწარმოო ობიექტების უსაფრთხოების შესახებ“ კანონი და „საქართველოს შრომის კოდექსი“.
არაოფიციალური რეალობა
საქართველოში ფრიდრიხ ებერტის ფონდის დაფინანსებით, 2009 წელს, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ ჩაატარა კვლევა „უსაფრთხო შრომა და დასაქმებულთა ჯანმრთელობა“. სტატისტიკის მიხედვით, რომელიც კვლევაშია მოცემული, 2006-09 წლებში, შენობა-ნაგებობებიდან და ამწე მექანიზმებიდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა 8 ადამიანი, ელექტროობასთან მუშაობისას – 5, წყალში დაიხრჩო – 3. კონკრეტულად 2007 წელს, საწარმოებში მოხდა 54 სასიკვდილო და 26 მძიმე ტრავმული შემთხვევა; 2009 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, დაფიქსირებულია 31 სასიკვდილო უბედური შემთხვევა. როგორც კვლევიდან ჩანს, მზარდია ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა – ასეთი 8 შემთხვევაა, მათ შორის ერთი – ჯგუფური, რომლის დროსაც, სამორიგეო ჯიხურებში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა.
ამ ტრაგედიების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, კვლევის მიხედვით, საკანონმდებლო ხარვეზებია. შრომის კოდექსის მე-8 თავის 35-ე მუხლის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოთი; გონივრულ ვადაში მიაწოდოს დასაქმებულს მის ხელთ არსებული სრული, ობიექტური და გასაგები ინფორმაცია ყველა იმ ფაქტორის შესახებ, რომელიც მოქმედებს დასაქმებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ან ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებაზე. ამ დროს, არ არსებობს ზედამხედველობის რაიმე სახელმწიფო ორგანო, რომელიც შეძლებდა აღნიშნული ვალდებულებების შესრულების კონტროლს.
შრომის კოდექსის მიხედვით, დასაქმებულს უფლება აქვს უარი განაცხადოს იმ სამუშაოს ან მითითების შესრულებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს ან შრომის უსაფრთხოების პირობების დაუცველობის გამო აშკარა და არსებით საფრთხეს უქმნის მის ან მესამე პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებას. პარალელურად, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის “დ” პუნქტი დამსაქმებელს ანიჭებს უფლებას, ნებისმიერ, მიზეზის ახსნის გარეშე, დაითხოვოს დასაქმებული სამსახურიდან.
შრომის კოდექსი ავალებს დამსაქმებელს, სრულად აუნაზღაუროს დასაქმებულს სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით მიყენებული ზიანი და აუცილებელი მკურნალობის ხარჯები. ამას მოითხოვს საქართველოს სამოქალაქო და ადმინისტრაციული კოდექსების შესაბამისი მუხლები. თუმცა, საქართველოში არ არსებობს საწარმოო უბედური შემთხვევების გამომკვლევი კომისია. შრომის ინსპექცია გაუქმებულია 2005 წლიდან. “სახელმწიფო ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექცია”, რომელიც ამ მომენტისათვის ასევე გაუქმებულია, იყო ერთადერთი ორგანო, რომელიც იკვლევდა საწარმოების ტექნიკურ მდგომარეობას და იქ მომხდარ ავარიებს, ამასთან, მხოლოდ საშიშ საწარმოებში.
საქართველოს კანონმდებლობით, განისაზღვრება, ასევე, მძიმე, მავნე და საშიშპირობიან სამუშაოთა ნუსხა, შრომის უსაფრთხოების წესები, მათ შორის, დამსაქმებლის ხარჯით დასაქმებულის სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმების შემთხვევები და წესები. თუმცა, ეს ნუსხა, რომელიც 2008 წელს დამტკიცდა, არანაირ მავალდებულებელ იურიდიულ ნორმას არ შეიცავს.
ორი რეალობის მიზეზები
მარტში მომხდარი აფეთქების შემდეგ, ხელისუფლება დაზარალებულების ოჯახებს გარდაცვლილთა დაკრძალვის ხარჯების დაფარვასა და მნიშვნელოვან სოციალურ დახმარებას დაჰპირდა. ამ დანაპირებიდან მხოლოდ ერთი შესრულდა - დაიფარა გარდაცვლილთა დაკრძალვის ხარჯები. დახმარებას, ჩვეული პათოსით, საქართველოს პრეზიდენტი აგვისტოში დაზარალებულებსაც ჰპირდება. “რაც შეეხება გარდაცვლილთა ოჯახებს, მათი წევრები უნდა დავასაქმოთ, მათ შვილებს მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი სწავლაში, თუ ოჯახში ავადმყოფია, მკურნალობის ხარჯები უნდა დავფაროთ. მოკლედ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ისედაც გაუბედურებულმა ოჯახებმა, მარჩენალის დაკარგვის სიმძიმე არ იგრძნონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია”, - განაცხადა მიხეილ საკაშვილმა 29 აგვისტოს, ტყიბულში.
იმ დღეს მიხეილ სააკშვილმა მომხდარი, მარტივად, შესაბამისი მოკვლევის გარეშე, მაღაროელებს დააბრალა. “როგორც ჩანს, ინსტრუქტაჟი არ ტარდება. სავენტილაციო სისტემები გაკეთებულა, თუმცა, მიმდინარე წელს ეს აფეთქების უკვე მეორე შემთხვევაა. მარტში ოთხი ადამიანი დაგვეღუპა, ახლა – სამი. მსგავსი რამ ერთხელ რომ მოხდება, ეს შემთხვევითობაა, მაგრამ იმავე წელიწადში მეორე ასეთი შემთხვევა, უკვე პრობლემაა. ეს იმას ნიშნავს, რომ დისციპლინა მორყეულია… მაღაროში ყოველი ჩასვლის წინ, თითოეულ თანამშრომელს უსაფრთხოების წესები უნდა გამოვკითხოთ”, – თქვა მან.
მიხეილ სააკაშვილმა 29 აგვისტოს, ტყიბულში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა: “ქარხნის გაჩერებას არ ვაპირებთ, რადგან მისი ფუნქცია პიკს აღწევს.“ ეს ის მიზეზი უნდა იყოს, რომლის გამოც საქართველოს ხელისუფლება ყველაზე მთავარზე - ადამიანის უსაფრთხოებაზე ხუჭავს თვალს. მეტი შემოსავალი ბიუჯეტში, მეტი ინვესტორი სახელმწიფოში, მეტი ფული, ფული ფული... პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის წევრი ნათია სამუშია აცხადებს კიდეც, რომ საქართველოში, სადაც არსებობს უმუშევართა პრობლემა და არის მეტი დამსაქმებლის საჭიროება, უნდა იყოს სხვა ქვეყნებთან შედარებით უკეთესი პირობები, რომელიც ინვესტორებს მოიზიდავს, მაგალითად, შრომითი ურთიერთობები.
ამ მიდგომის გაგება კიდევ შეიძლებოდა, საქართველოს მოსახლეობა სახელმწიფო შემოსავლების მატებას (რასაც მუდმივად უსვამენ ხაზს ჩვენ ხელისუფლებაში) საკუთარ თავზე რომ გრძნობდეს. ბოლო ექვსი წელია, საქართველოში უკეთ და უკეთ, ძირითადად, სახელმწიფო ჩინოვნიკები ცხოვრობენ, ისიც - თანამდებობის პირები. ამის დასადასტურებლად, საკმარისია მათ ქონებრივ დეკლარაციებს გადახედო და ცხოვრების სტილს დააკვირდე. რაც შეეხება დანარჩენ საქართველოს, „საქსტატის“ 2010 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, იმერეთში, სადაც ტყიბულის მაღაროები მდებარეობს, ადამიანის შრომა თვეში, საშუალოდ 363,4 ლარი ღირს.
დიდი წილი ამ თანხიდან, გადასახადების სახით, ბიუჯეტს უბრუნდება, დანარჩენით თავის შენახვა კი, მუდმივად მზარდი ფასების, ინფლაციის პირობებში, რთულზე რთულია. რამდენად სამართლიანად ნაწილდება საქართველოს ბიუჯეტი, რაში იხარჯება თანხები და როგორ - ეს ცალკე, ვრცელი საუბრის თემაა. ფაქტია ის, რომ დღევანდელი რეალობა - უმუშევრებით გაჯერებული ბაზარი და სამუშაო ადგილების სიმცირე, ტყიბულელებს, რომლებიც მაღაროსთვის აშენებულ ქალაქში დაიბადნენ, არჩევანს არ უტოვებს. და ისინიც სიკვდილს უამხანაგდებიან.
http://www.internet.ge/index.php?action=news&category=15&news=84029
ისე, როგორც ჩიკაგოში
რვასაათიანი სამუშაო დღის მოთხოვნით, მშრომელები დემონსტრაციაზე პირველად 1886 წლის 1 მაისს, ჩიკაგოში გამოვიდნენ. იგივე მოთხოვნა ქართველებისთვის დღესაც აქტუალურია. 2010 წლის 1 მაისს, საქართველოს პროფკავშირების მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციაზე გამოტანილ ტრანსფარანტებზე წაიკითხავდით:
„დაკანონდეს რვასაათიანი სამუშიო დღე”, “მოვითხოვთ შრომის ღისეულ პირობებს”, “მოვითხოვთ უმუშევრობის შემწეობის დაწესებას”, “ყველას უნდა ჰქონდეს ანაზღაურებადი შვებულების უფლება”, “მოვითხოვთ სამუშაოზე დისკრიმინაციის აღმოფხვრას”, “დაკანონდეს ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება”, “მოვითხოვთ ცვლილებებს შრომის კოდექსში”.
XIX საუკუნეში ჩვენი „ჩატოვების“ გამაპირობებელი მოქმედი შრომის კოდექსია.
ქართული შრომის კოდექსი
გასული წლის 7 დეკემბერს, პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციამ (ITUC) გამოაქვეყნა მოხსენება - “ფუნდამენტური შრომის სტანდარტები საქართველოში”, რომელშიც, ძირითადად, გაკრიტიკებულია 2006 წელს საქართველოში მიღებული შრომის კოდექსი, რომლითაც, როგორც დოკუმენტში წერია, მასობრივად ირღვევა დასაქმებულების უფლებები.
“2006 წელს, ახალი შრომის კოდექსით, ნეო-ლიბერალურმა მთავრობამ გააუქმა შრომის ინსპექტირება ქვეყანაში. შრომის კოდექსში არ არის ჩადებული დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და ასოციაციის თავისუფლების დებულებები, ისევე, როგორც კოლექტიური მოლაპარაკებების მუხლები და არ არის მოცემული მოხსენებები ანტიდისკრიმინაციისა და აქციების ჩატარების თავისუფლებაზე,” – ნათქვამია მოხსენებაში.
მასში, ასევე, აღნიშნულია: მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში რატიფიცირებულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რვა კონვენცია შრომის სტანდარტებთან დაკავშირებით, საქართველოს 2006 წლის შრომის კოდექსსა და ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულების დოკუმენტს (“ადამიანის და მშრომელთა უფლებების დაცვა”) შორის არსებობს შეუსაბამობა. საქართველოს მთავრობამ, პრაქტიკულად, მარცხი განიცადა, არ შეასრულა რა ILO-ს კონვენციებისა და რეკომენდაციების მიმღები კომიტეტის მოთხოვნა.
მეტიც, მოხსენებაში ნათქვამია, რომ დისკრიმინაცია სამუშაო ადგილებზე ძალიან გავრცელებულია, რაც რატიფიცირებული სტანდარტებით მიუღებელია. მიუხედავად ILO-ს კონვენციებისა №100 (“მამაკაცთა და ქალთა თანაბარი ღირებულების შრომის თანაბარი ანაზღაურების შესახებ”, 1951 წელი, რატიფიცირებულია 29.05.96) და №111 (“შრომისა და დასაქმების სფეროში დისკრიმინაციის შესახებ”, 1958 წელი, რატიფიცირებულია 4.05.95), მამაკაცთა და ქალთა თანაბარი ღირებულების შრომის თანაბრად ანაზღაურების პრინციპი არ გამოიყენება არც კანონში და არც პრაქტიკაში.
საბოლოოდ, – გვამცნობს დოკუმენტი, – ქვეყანაში ფართოდ არის გავრცელებული ბავშვთა შრომა და იძულებითი შრომა, მაგრამ კანონის ზეგავლენა, მონიტორინგი და გამოძიება ამ საკითხის მიმართ სუსტია.
ცოტა უფრო ადრე
2008 წლის 3 აპრილს ბრიუსელში შემუშავებულ “ევროკავშირის სამუშაო დოკუმენტში” (SEC (2008) 393) ვკითხულობთ:
“შრომის კანონთან და სამუშაო ადგილზე არსებულ უფლებებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით გაფიცვის შეუზღუდავ უფლებასთან მიმართებაში, წინსვლა არ აღინიშნება. 2006 წლის შრომის კოდექსი არ შეესაბამება “შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის” სტანდარტებს. კერძოდ, მასში არ არის ასახული “შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის” კონვენციებით გათვალისწინებული ვალდებულებები გაერთიანების თავისუფლების შესახებ. უფრო მეტიც, შრომის კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის სტანდარტებს და საქართველოს მიერ 2005 წლის ივლისში რატიფიცირებულ “ევროპის სოციალური ქარტიის” სტანდარტებს ისეთ ფუნდამენტურ საკითხებში, როგორიცაა ზედმეტი სამუშაოს შესრულების ხანგრძლივობა და სამსახურიდან დათხოვნა.”
მკაცრი ტონი და ტექსტის შინაარსი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს არ არის პირველი რეკომენდაცია, რომელსაც საქართველოს შრომის კოდექსის შესაცვლელად აძლევენ. არც ევროკომისიაა ერთადერთი სტრუქტურა, ამგვარად რომ გვმოძღვრავს. შრომის საერთაშორიოს ორგანიზაციის (ILO) კონვენციებისა და რეკომენდაციების გამოყენების შესახებ ექსპერტთა კომიტეტის მოხსენება, რომელიც 2008 წლის 97-ე სესიაზე გაკეთდა, სავსეა ასეთი რეკომენდაციებით. მაგალითად:
„... კომიტეტმა წინა მოხსენებაში აღნიშნა, რომ საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, დამსაქმებელს უფლება აქვს (ცალმხრივად) დაადგინოს სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, ყოველდღიური სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო, ცვლაში მუშაობისას – ცვლის ხანგრძლივობა; დასვენების ხანგრძლივობა; შრომის ანაზღაურების გაცემის დრო და ადგილი; ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი... სხვა სპეციალური წესები... კომიტეტი მიიჩნევს, რომ მე-13,41-ე და 43-ე მუხლების საერთო შინაარსი ეწინააღმდეგება №98 კონვენციით გათვალისწინებული კოლექტიური ხელშეკრულების ცნებას (განმარტებას), რომლის მიხედვითაც შეთანხმება, რომელიც არეგულირებს შრომით ურთიერთობის ვადებსა და პირობებს, დადებული უნდა იქნეს მოლაპარაკების საფუძველზე, დასაქმებულსა (ან მის წარმომადგენელსა) და დასაქმებულთა ორგანიზაციას შორის...
გამომდინარე იქიდან, რომ ახალი შრომის კოდექსი ხელს არ უწყობს კოლექტიური მოლაპარაკების განვითარებას (გათვალისწინებულს კონვენციის მეოთხე მუხლით), კომიტეტი მოითხოვს ან ახალ შრომის კოდექსში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას, ან შესაბამისი სპეციალური კანონის მიღებას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ქვეყანაში კოლექტიური მოლაპარაკების პრონციპის საკანონმდებლო დონეზე განმტკიცება... კომიტეტი დაბეჯითებით ოითხოვს საქართველოს მთავრობისგან, უზრუნველყოს კომიტეტის ინფორმირებულობა, თუ რა ზომები იქნა მიღებული მითითებული პრობლემის გადასაწყვეტად...”
მაგალითები რეალური ცხოვრებიდან
თბილისის საქალაქო სასამართლომ, წელს, 2 მარტს, შ.პ.ს. „თბილისერვის ჯგუფის“ ყოფილი თანამშრომლების: ასია აჯიევას, მერაბ ჯაეოვისა და ჟანა მახოევას საქმეზე სასამართლო განაჩენი გამოაცხადა. სასამართლომ დაცვის მხარის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და დაზარალებულთა მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. მოსარჩელეები სამსახურებში აღდგენას, ხელშეკრულების ვადის დაცვასა და სამწლიანი აუნაზღაურებელი შვებულების კომპენსირებას მოითხოვნენ.
მოსარჩელეთა განცხადებით, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო მოწმის ჩვენებები, მოპასუხე მხარისგან არ გამოითხოვა შესაბამისი დოკუმენტაცია, არ გაითვალისწინა საბანკო ამონაწერები, რომელიც ადასტურებდა, რომ ამ ადამიანებს სამი წლის განმავლობაში შვებულებით არ უსარგებლიათ. სასამართლომ ჩათვალა, რომ მოპასუხე მხარის მიერ წარდგენილი 100 განცხადება ადასტურებდა, რომ სამსახური დასაქმებულებს შვებულებაზე უარს არც წინა წლებში ეუბნებოდა და საჭიროდ აღარ ჩათვალა, „თბილისერვის ჯგუფს“ უფრო წონადი დოკუმენტებით დაედასტურებინა, რომ მართალი იყო.
ორი წლის წინ, ხელვაჩაურში თურქმა ინვესტორმა შობის დღესასწაულზე აუკრძალა თანამშრომლებს ეკლესიაში წასვლა. ისინი მაინც წავიდნენ და, ამის გამო, სამსახურიდან გაათავისუფლეს. სასამართლოს სამივე ინსტანციამ უარი თქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. როგორც საქმეში მონაწილე პროფესიული კავშირების გაერთიანებაში აცხადებენ, „მოსამართლეები გვეუბნებიან, რომ ჩვენ მართლები ვართ, რომ ეს დისკრიმინაციაა, მაგრამ კანონში, აღდგენა სამსახურში – როგორც ნორმა, აღარ არის.“
2007 წლის ოქტომბერში, ს.ს. “ფოთის საზღვაო ნავსადგურის” თანამაშრომლებმა მოითხოვეს კოლექტიური ხელშეკრულების დადება და ტენდერის გამჭირვალობა. შესვენების დროს, პროფკავშირის ლიდერებმა გამართეს ნახევარსაათიანი საპროტესტო აქცია. საპასუხოდ, დამსაქმებელმა დალუქა პროფკავშირული ორგანიზაციის ოთახი და 9 აქტივისტი გაათავისუფლა სამსახურიდან. საქმის სასამართლო განხილვა შედგა ყველა ინსტანციის სასამართლოში. არც ერთი დონის სასამართლომ, მათ შორის არც უზენაესმა, სარჩელი არ დააკმაყოფილა.
გასულ წელს, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური თანამშრომელი მარინა ხატიაშვილი სამსახურიდან საკუთარი პროფესიული მოსაზრების გამოტქმის გამო გაათავისუფლეს. იგი აპროტესდებდა ძველი თბილისის ტერიტორიაზე მირზა შაფის ქუჩის განაშენიანების პროექტის განხორციელებას და ისტორიული შენობების დანგრევის ფაქტს. დასაქმებულის პროტესტს დამსაქმებელმა შრომითი ხელშეკრულების მოშლით უპასუხა, რისი საშუალებაც მას შრომის კოდექსმა მისცა.
ასეთი მაგალითი, სამწუხაროდ, ბევრია. ცალკე თემაა ის, თუ როგორ „უწყობს“ ხელს მოქმედი შრომის კოდექსი საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას. თუ ქალს ხელფასი 150 ლარზე მეტი აქვს, დეკრეტში გასვლის შემთხვევაში (ე.ი. ოთხი თვის განმავლობაში), ყოველთვიურად, არა უმეტეს 150 ლარის მოცულობის თანხას იღებს. თუ მისი ხელფასი, ვთქვათ, 1000 ლარს შეადგენს, ბავშვის გაჩენის შემთხვევაში, ოთხი თვის განმავლობაში, 4000-ის ნაცვლად 600 ლარს მიიღებს. რამდენად გაუადვილდება ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება ქალს, რომელიც თავის შემოსავლით მთელ ოჯახს ინახავს?
დასკვნის მაგივრად
მესამე წელია, ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას “GSP+”-ით სარგებლობის უფლების შეცერებით ემუქრება, თუკი იგი აღებულ ვალდებულებას არ შეასრულებს და შრომით კანონმდებლობას არ შეცვლის. მესამე წელია, საქართველოს ხელისუფლება დებს პირობას, რომ ამას აუცილებლად გააკეთებს. აღებული ვალდებულებებიდან, დღეისთვის, მხოლოდ ერთია შესრულებული - შექმნილია სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია. მისი მიზნად განისაზღვრა დასაქმებულებისა და დამსაქმებლების წარმომადგენლებსა და საქართველოს მთავრობას შორის სოციალური დიალოგის წარმართვა, შრომითსა და მის თანამდევ ურთიერთობებში სხვადასხვა საკითხების თაობაზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება.
კომისიის შექმნის შესახებ ბრძანება (#335)საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, 2009 წლის 12 ნოემბერს გამოსცა. შედეგი, ჯერ-ჯერობით, არ ჩანს. თუ ასე გაგრძელდა, ქართველი დასაქმებულები 2011 წლის 1 მაისსაც რვასაათიანი სამუშაო დღისა და ნორმალური შრომითი პირობების მოთხოვნებს დააყენებენ. ისე, როგორც ამ 124 წლის წინათ, ჩიკაგოში.
http://www.presa.ge/new/?m=society&AID=825

აუცილებელი პარტნიორი
„გლობალური დათბობა“ ის ორი სიტყვა აღმოჩნდა, რომლის მიმართ შიშის გრძნობა დედამიწის მოსახლეობაში ყოველწლიურად იმატებს. წყალდიდობების, ხანძრების, ქარიშხლების, უჩვეულო ბუნებრივი მოვლენების შემყურე კაცობრიობა ცდილობს, ახლა მაინც მიაქციოს ყურადღება იმას, რასაც წლების განმავლობაში უგულებელჰყოფდა - აუცილებელ პარტნიორობას გარემოსთან, როგორც საკუთარი არსებობის შენარჩუნების საშუალებასთან. განვითარების გასაღები გონიერი ქვეყნებისთვის დღეს ამ ქოლგის ქვეშ მოიაზრება.
შესაბამისად, მკაცრდება პირობები ბიზნესების განვითარებისთვის. იმისთვის, რომ მსხვილი ევროპული ბანკებიდან, მაგალითად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან, კრედიტი აიღო, გარემოზე ზემოქმედების შესწავლის პროცედურები უნდა გაიარო. ეს ახლა აუცილებელი პირობაა. ამასთან, იგივე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მოთხოვს, ამ მიმართულების შიდასახელმწიფო პროცედურები მის მოდელზე ნაკლები არ იყოს.
განვითარებულ ქვეყნებში, ინგლისში, გერმანიაში, სხვაგან, გარემოსდაცვითი ნებართვის მისაღებად, პროექტის კატეგორიის მიხედვით, 6 თვემდე დროა საჭირო. საქართველოში ბიზნესის წარმოებისთვის საჭირო სრულ დოკუმენტაციას, გარემოსდაცვითი ნებართვის ჩათვლით, უსწრაფესად, 20 დღის ვადაში გასცემენ. ბევრი სამეწარმეო საქმიანობის დასაწყებად გარემოს დაცვითი ნებართვა საჭირო არც არის. საქართველოს ხელისუფლება ისე გაერთო ბიზნესის დაწყების შესაძლებლობების გამარტივებით, რომ მთავარი დაავიწყდა – გარემოს მოთხოვნებს ანგარიში ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გაუწიო.
ბიზნესი
ბაზრის სიმცირე, საკუთრების უფლების მყიფე გარანტიები, კონფლიქტები – ის პირობებია, რომელიც ეკონომიკის ექსპერტ გია ჯანდიერის აზრით, ხელს უშლის საქართველოში დასავლელი ინვესტორების შემოსვლას (შესაბამისად – ბიზნესის განვითარებას. მ.ჯ.), იმ ტიპის ინვესტორებისა, რომლებიც ოფიციალურ, დასავლურ ბაზრებზე გამჭვირვალედ მოქმედებენ, ვისზეც ყველაფერია ცნობილი, ვისი ყველა ნაბიჯიც ღიაა. ამ ფონზე, ინვესტორების მოსაზიდად გამარტივებული ოფიციალური პროცედურები, როგორც ექსპერტები ამბობენ, დასავლელი ინვესტორებისკენ გზას კიდევ უფრო ავიწროებს.
“თუ გვინდა, საქართველოში კეთილსინდისიერი ინვესტორი შემოვიდეს, გარემოსდაცვითი კანონმდებლობა აუცილებლად უნდა დავხვეწოთ,” – ამბობს “გარემოს დაცვის ლიგის” ხელმძღვანელი ნინო ჩხობაძე, - “ძველი კანონმდებლობიდან საკამთო ბევრი რამ იყო, მაგრამ მათი უბრალოდ გაუქმება კი არა თანამედროვე მოთხოვნებით ჩანაცვლება იყო საჭირო. ახლა არსებული ვითარება დასაფიქრებელია ინვესტორისთვის.
რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, ამ სფეროში არსებული გაურკვევლობის გამო, შეიძლება, ჩვენთან სერიოზული ბიზნესმენი აღარც შემოვიდნეს. მან არ იცის, როგორ იქნება ხვალ ნორმირებული ის, რაც დღეს ნორმირებული არ არის. ამის გამო, ვერ აკეთებს საჭირო პროგნოზს, შესაბამისად, რისკის მაღალი ფაქტორი აქვს და ინვესტიციის ჩადებას ერიდება.”
თუკი მეწარმე თავისი პროდუქციის უცხოეთში გატანას აპირებს, ის სტანდარტები უნდა დაიცვას, რომელიც, სულ მცირე, მის ქვეყანაშია დაწესებული. სხვა შემთხვევაში, მის პროდუქციას, გასაღების ბაზრის მოპოვება გაუჭირდება. ცოტა ხაში, რუსეთის ბაზარზეც კი ვერ შევა პროდუქტი (მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ქვეყანაში იქნება იგი ნაწარმოები), რომელიც საერთაშორისო სტანდარტს არ დააკმაყოფილებს. “რუსეთი არის პრეტენზიული ქვეყანა – თვითონ არაფერს ასრულებს, მაგრამ სხვისგან მოითხოვს,” – ამბობს ნინო ჩხობაძე.
საერთაშორისო სტანდარტები არ გულისხმობს მხოლოდ ეტიკეტზე გამოტანილ პროდუქციის ხარისხს, რადგან თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხარისხის მიღწევა საწარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვის გარეშე შეუძლებელია. ეს კი, წარმოადგენს ცვლილებების მთელ ციკლს, რომელიც სერიოზულ ინვესტიციებს მოითხოვს.
საქართველოში არსებული საწარმოების 99%, მცირე გამონაკლისების გარდა, ძველი, საბჭოთა ტექნოლოგიებით მუშაობს. შესაბამისად, აბინძურებს გარემოს და ქმნის არაკონკურემტუნარიან პროდუქციას. ეს ერთ-ერთია იმ სფეროებიდან, სადაც გარემოსა და ბიზნესის პარტნიორობა აუცილებლობას წარმოადგენს.
“სამწუხაროდ, მოქმედი კანონმდებლობა ხელს არ უწყობს ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვას,” – ამბობს ნინო ჩხობაძე, - “არ არის შეღავათიანი კრედიტები ამ მიმართულებით, არც შეღავათები საბაჟო ტარიფებში. არადა, ტექნოლოგია, რაც უფრო ახალია, მით უფრო ძვირი ღირს.
ჩვენი საბაჟო, შესაბამისად, ძვირს გახდევინებს და მეწარმეს არავითარი სტიმული აღარ რჩება ახალი ტექნოლოგიების დასანერგად. ფაქტობრივად, ჩვენივე ხელით ვაგდებთ ბიზნეს-გარემოს ისეთ მდგომარეობაში, რომლიდან გამოსვლაც, სახელმწიფოს ნების გარეშე შეუძლებელი ხდება.”
ტურიზმი
მეორე სფერო, რომლის ფარგლებშიც, გარემოსთან პარტნიორობა აუცილებელია, ტურიზმია. შავ ზღვასთან დაკავშირებული ტურზიმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტია ამ სფეროში, რასაც ბათუმის განვითარებაში ჩადებული მილიარდები და “ქათქათა ქალაქის” უწყვეტი სატელევიზიო რეკლამა ადასტურებს.
მიუხედავად ამისა, ხელისუფლებას ჯერაც ვერ გადაუწყვეტია, შავი ზღვის სანაპიროზე ნავთობტერმინალების ცქერა ურჩევნია, თუ დამსვენებლებისა. ერთი მეორეს გამორიცხავს – იქ, სადაც ნავთობტერმინალები დგას, ტურისტი არ ჩადის. როგორც გარემოს დაცველები ამბობენ, პრაქტიკულად, არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც ერთიც აქვს და მეორეც.
ტურიზმის განვითარებას მნიშვენლოვნად უწყობს ხელს, გარემოს დაცვისთვის პრინციპული, ცისფერი დროშების სასიგნალო სისტემის დანერგვა შავ ზღვაზე. ეს არის საერთაშორისოდ მიღებული ფორმა იმისა, რომ ადამიანმა თავი უსაფრთხოდ იგრძნოს და მიიღოს ინფორმაცია იმაზე, თუ როგორია წყლის მდგომარეობა კონკრეტულ მომენტში. ერთი შეხედვით უადგილო დროშიები შავ ზღვაზე არის ცივილიზებული ნაბიჯი, რომელიც საქართველოს ეკონომიკაში საზღვაო ტურიზმის ჩართვას საჭირო ფონს უქმნის. ასეთი სისტემა მოქმედებს ბულგარეთში, რომელიც, დღეისთვის, საზღვაო ტურიზმში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა.
ცისფერი დროშების სასიგნალო სისტემის დანერგვა აუცილებელი შეიქნა მას შემდეგ, რაც საქართველო გახდა მხარე ბუქარესტის კონვენციისა, შავი ზღვის დაცვის შესახებ. ამ კონვენციას მიერთებულია შავი ზღვის 6 ქვეყანა, რომელთაგან ორი – ბულგარეთი და რუმინეთი ევროკავშირის ქვეყნები არიან. მას შემდგე, რაც მათმა კრიტერიუმებმა აიწია, აუცილებელი გახდა ცვლილებების შეტანა 1992 წლის კონვენციაში, სანაპიროდან ზღვის დაბინძურების, სანაპირო ზოლის ინტეგრირებული მართვისა და ბევრი სხვა კუთხით. ამ კონვენციას, როგორც რეგიონული ინტეგრაციის ორგანიზაცია, ევროკავშირიც უერთდება.
კიდევ ერთი, ამ ტიპის მაგალითია ფონური სადგურის გახსნა აბასთუმანში. სადგურმა, თითქოს, უპრეტენზიო საქმე – ჰაერის შემოწმება უნდა განახორციელოს და ფონური სადგურების ევროპულ სისტემაში ჩაერთოს. არადა, ეს მნიშვნელოვანი მომენტია ტურიზმის განვითარებისთვის. ჩვენ უკვე მივუერთდით ევროპულ ქსელს, რის შედეგადაც, საქართველოს მონაცემები ევროპულ მონაცემებში ერთიანდება და უფრო სანდო ხდება უცხოელისთვის, რომელიც აქ ჩამოსვლას აპირებს.
აბასთუმნის სადგური გაკეთდა იმიტომ, რომ საქართველო არის მხარე ევროპის ეკონომიკური კომისიის კონვენციისა “შორ მანძილზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების” შესახებ. სადგური, ორმხრივი დაფინანსების ფარგლებში, ნორვეგიამ გაგვიკეთა. იგი საკმაოდ ძვირი დაჯდა, მაგრამ სრულყოფილადაა აღჭურვილი და კარგად მომზადებული პერსონალი ჰყავს. აღსანიშნავია ისიც, რომ კავკასიაში სხვა მსგავსი სადგური არ არსებობს.
ეს ის, ერთი შეხედვით უმნიშვნელო, გარემოსდაცვითი მექანიზმებია, რომელმაც, სხვა ყველაფერთან ერთად, ტურიზმის გავითარებასაც უნდა შეუწყოს ხელი, მაგრამ საქმეს ისინიც ვერ უშველიან, თუკი XXI საუკუნის საქართველოში ჩამოსულ დამსვენებლებს, ლამაზი ხედებისა და ახალი შენობების გარდა, სანიტარიული და საკანალიზაციო პრობლემებითაც გავაკვირვებთ.
ჯანმრთელობა
გარემოსთან პარტნიორობის ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია სახელმწიფოსთვის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაა. ჩვენი სახელმწიფოსთვის, სამწუხაროდ, ნაკლებად. ამის ნათელ სურათს ჰაერის დაბინძურების კუთხით არსებული მდგომარეობა ქმნის.
მიუხედავად სხვადასხვა გათვლებისა, რომელიც შეიძლება ოფიციალურმა სტრუქტურებმა მოიშველიონ, სამრეწველო სექტორის გაფრქვევების ზუსტი სურათი წარმოდგენადღეს შეუძლებელია. გარემოსდაცვითი ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივას” ოფიციალურ საიტზე არსებული ინფორმაციით, ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების ოდენობის გამოთვლისას, სახელმწიფო უწყებები დღემდე, გადამოწმების გარეშე, ეყრდნობიან საწარმოების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და იყენებენ ე.წ. მიახლოებითი შეფასების მეთოდებს. არსებული მონაცემებით, სამრეწველო სექტორის გაფრქვევებში წამყვანი ადგილი ენერგეტიკას უჭირავს. ჰაერის მტვრით დაბინძურების მნიშვნელოვანი წყაროებია ცემენტისა და ასფალტის საწარმოები.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, ჰაერის მდგომარეობის შესახებ ცხადჰყოფს, რომ ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ ძირითად წყაროს სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვი წარმოადგენს. “განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა თბილისში”, - ვკითხულობთ ინფორმაციაში, - “თბილისში, ე.წ. გმირთა მოედნის “სამკუთხედის” რაიონში ჩატარებულმა გაზომვებმა გამოავლინა მტვრისა და ნახშირჟანგის კონცენტრაციების მნიშვნელოვანი გადაჭარბება ზღვრულად დასაშვები ნორმების მიმართ. ტყვიაშემცველი ბენზინის გამოყენებისას, გამონაბოლქვთან ერთად ტყვიაც გამოიფრქვევა. ტრანსპორტის გამონაბოლქვიდან გამოთავისუფლებული ტყვია, შეიწონება მტვრის ნაწილაკებში და ილექება ნიადაგში. 2007 წელს თბილისში აღებული ნიმუშები ცხადყოფს, რომ ნიადაგში ტყვიის შემცველობა 2-3-ჯერ აღემატება დაშვებულ სტანდარტს.”
გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებები, სხვადასხვა სახის პათოლოგიები, ნერვული სისტემის მოშლა, მოზარდებში ზრდის შენელება, სმენის დაქვეითება, თავის ტკივილი, თირკმელებისა და ღვიძლის, ასევე სიმსივნური დაავადებები, ფეხმძიმობისა და მშობიარობის პათოლოგიები, ნაყოფის განვითარების შეფერხებები, მოზარდთა კონცენტრაციის დაქვეითება - ეს ის ცვლილებებია, რომელსაც მეცნიერული კვლევების მიხედვით, მავნე ნივთიერებებით ჰაერის დაბინძურება იწვევს. ამ დაავადებების განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჰაერში ტყვიის მომატებული შემცველობაა.
ამიტომ ამკაცრებს ევროპა წლიდან წლამდე საწვავის ხარისხის სტანდარტებს. “ბებერ კონტინენტზე” უკვე ძალაშია “ევრო-5” სტანდარტი, რომელიც საწვავში არსებული მავნე ნივთიერების ზღვრულ, ფაქტობრივად, ნულოვან ნორმებს აწესებს. ტყვიის შემცველი საწვავი იქ აღარსად იყიდება. აქამდე ევროპა ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა. იყო “ევრო-1”, “ევრო-2” და ა.შ. “ევრო-5”-მდე. იგივე, ნაბიჯ-ნაბიჯ სვლა ვითარების გაუმჯობესებისკენ გვირჩიეს ჩვენც, როცა აქ ჰაერის მდგომარეობის შეფასება გაკეთდა.
მიუხედავად ამისა, დღეს საქართველოში საავტომობილო ბენზინში ტყვიის შემცველობა 0,013 გ/ლ-მდეა დაშვებული; ბენზოლის მოცულობითი წილი – 5%-მდე; არომატული ნახშირწყალბადებისა – 45%-მდე; გოგირდის შემცველობა – 500 მგ/კგ-მდე. მაღალ ზღვრებშია მოქცეული დიზელზე დაწესებული სტანდარტიც. ორივე ტიპის საწვავზე შემოღებული ეს სტანდარტები, შინაარსით, “ევრო-1”-საც ვერ უახლოვდება. გარემოსდაცვითი ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივას” ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, შესაბამისი შედეგიც სახეზეა.
http://www.presa.ge/new/?m=society&AID=810

Подписаться на:
Комментарии (Atom)